Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ttuta blog

წარწერა დეფის რომანზე "დეკემბრის თილისმა"

რიცხვები, ფერები,

შიფრები, კოდები,

სიზმრები: სერები,

სერები, ბილიკი...

ძილი თუ ღვიძილი,

წუხილი, ბოდვები…...

და სული სავსეა.

ცისფერი ლირიკით.

ლარნაკში შროშანი _

თეთრი და უბრალო,

სმარაგდის ბეჭდები

აწყვია მინაზე,

ჩამავალ სინათლეს

რეკვიემს უგალობს

სული და იფერებს

მიღმიერ სინაზეს.

დაღლილი ხელები

იღებენ მარაოს,

და სული ქანაობს

სხეულის კიბეზე,

სიზმრები ხედავენ

ნაღვლიან ფარაონს,

გულები ეძებენ

განწირვის მიზეზებს.

მუხლები მორჩილად

ეხება ფილაქანს,

თავს იწვავს სანთელი

მაცხოვრის წინაშე,

უდაბნოს ხვატიდან

ამოაქვს სილა ქარს

და მზერა იბნევა

ოქროსფერ სილაში.

შორეულ მგზავრობებს,

ფატალურ თამაშებს,

დათენთილ მოლოდინს,

დაწყვეტილ იოგებს

უხეში ხელები

დროს სჩრიან ხახაში

და ცა ნატყვიარი

კივილს ძლივს იოკებს.

სიზმრები, ხილვები,

შიფრები, კოდები,

იეროგლიფები

ნახაზი სილაში...

მშორდები? გშორდები?

მოვკვდები, მოვკვდები!

თავს იწვავს სანთელი

მაცხოვრის წინაშე.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.