Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

და წინ მიგვიძღვის ერის სული, ერის ნამუსი: ენა, მამული, სიყვარული, სარწმუნოება!

და თუკი დღესაც ცოცხლები ვართ და ამაყები, და თუკი დღესაც ირწევიან ქართლში აკვნები, და თუკი დღესაც ინთებიან ხატთან სანთლები, და თუკი დაღესაც არ გვექცევა რაც ავაშენეთ, და თუკი დღესაც მსხმოიარობს რაც გავაშენეთ, და თუკი დღესაც მკვიდრადა დგას რაც დავაშენეთ მხოლოდ და მხოლოდ შენი ლოცვით მეფევ ყოვლისავ, მხოლოდ და მხოლოდ შენი მადლით, დედავ ქართლისავ, მხოლოდ და მხოლოდ შენი ნებით, სვეტო ნათლისავ, მხოლოდ და მხოლოდ შენით, დავით, ცოტნევ, თევდორევ.. და ღმერთმა ნუ ქნას, სხვისი ვთესოთ, სხვისი მოვთიბოთ, და ღმერთმა ნუ ქნას, სხვისი ვლესოთ, სხვისი ვაშენოთ, და ღმერთმა ნუ ქნას, სხვისი ვიმკოთ, სხვისი გავლეწოთ რადგანაც ჩვენი ჩვენთან არის და ჩვენ ვართ ღმერთში, რადგანაც ჩვენში ისევ ფასობს გონიერება, რადგანაც სისხლი მოქართულობს ისევ ძარღვებში და წინ მიგვიძღვის ერის სული, ერის ნამუსი: ენა, მამული, სიყვარული, სარწმუნოება! ჩვენ არა ვკლავდით, ჩვენ თავს ვიცავდით მხოლოდ და მხოლოდ. თინათინ მღვდლიაშვილი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.