Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

მაპატიე...

მაპატიე... ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება. დილით- გაყვითლებულ კედლებს ვერიდები. ფიქრში დამებედა ისევ დათენება, მელანგადასხმული დაღლილი თითებით. ნერვებს- ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ. ასე... მარტოობით ჭკუიდან ვიშლები, ახლა მონატრება ისეთი თეთრია ლექსზე თავს იხრჩობენ სასვენი ნიშნები. კვლავაც- თვალებიდან მზერას ამათლიან, ისევ…… ჰორიზონტზე ცრემლებად ვიღვრები, ახლა მხოლოდ მკვდარი სევდა მაბადია, წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების. ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება, დილით- შენს ცარიელ საწოლს ვერიდები, შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე, მელანგადასხმული დაღლილი თითებით...


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

ananam (46)
dzalian magaria.momewona
#2, 23.10.2011 - 15:10
GMTvare (29)
:)
#1, 23.10.2011 - 13:23
 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.