Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninka80 blog

დედამიწა ჩემი გულია...

დედამიწა ჩემი გულია, მე დიდხანია უკვე ვკვდები, ჩემ გარშემო ყველა პლანეტა მკვდარია, ჩემი სხეულის უჯრედი და შემადგენელი ნაწილი მკვდარია, უკვე უთვალავი საუკუნეა მხოლოდ დედამიწა სუნთქავს ჩემში. ერთადერთი ნაწილი ჩემი სხეულისა სუნთქავს, ცოცხლობს და მაცოცხლებს. ნუთუ თქვენ-ადამიანები, ამდენი ხანი ,ამდენი საუკუნე,რომ მომჩერებიხართ და თაყვანს მცემთ, ვერ ხედავთ ამას, ვერ გრძნობთ ამას და ვერ ხვდებით ამას?! -მე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა აალებული და მოგიზგიზე სული ვარ. ჩემი სიცოცხლე სიყვარულით გარდაცვლილ ადამიანთა სულით საზრდოობს, . უკვე რამდენი ხანია დედამიწაზე სიძულვილით მეტი ადამიანი კვდება ვიდრე სიყვარულით,. დედამიწაზე დაიშრიტა წყარო ჩემი მაცოცხლებელი, დადგა ჟამი ჩემი გარდაცვალებისა. გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე როგორმე, თუ შეგიძლიათ და აღვსდგები მკვდრეთით. . . მე, გევედრებით თქვენ ადამიანებს, მე . . . მზე, დამიბრუნეთ სიცოცხლე ჩემი, დედამიწაზე სიყვარულად აღმოცენებული, დამიბრუნეთ სიყვარული და მე კვლავ დაგიბრუნდებით თქვენ. . ნოდარ დუმბაძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninka80 (36)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.