Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
givi69 blog

მიყვარხარ ჩუმად ჩემთვის ბავშვურად

მიყვარხარ ჩუმად,ჩემთვის ბავშვურად
ზამთრამდე ერთად უნდა ვიაროთ.
შენთვის მოვფრინდი ჩიტი-ბეღურა.
მინდა ცხოვრება გაგილამაზო.

ეხლა არ მითხრა არცერთი სიტყვა
რაც სათქმელია მე თვითონ გეტყვი,
შენმა თვალებმა გაბედოს მითხრას,
ნება მომეცი მოგხვიო ხელი.

ვბედავ და ვხედავ,როგორ ნათდება
შენი თვალები ამ სიყვარულით
და ახლა უკვე თამამად ვბედავ
ჩემს თავს ვუწოდო შენი რჩეული.

მწყურიხარ,როგორც არასდროს არვინ,
მომწყურებია მე შენი სითბო,
ეს შემოდგომაც უშნოდ გადის.
ზამთარში მაინც ჩემთან მოგიხმობ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline givi69 (21)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.