Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
pakulino blog

გამჭირვალე კაპები - ელაინერები

კბილების გასწორება ბრეკეტების გარეშე - მოსახსნელი გამჭირვალე კაპებით. აღნიშნული მეთოდით მკურნალობა მსოფლიო ორთოდონტიაში სიახლე არაა. იგი ნაკლებად გამოხატული პათოლოგიების სამკურნალოდ დაახლოებით 30 წელია რაც გამოიყენება. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი გახდა თანმიმდევრობითი კაპების დამზადება, როდესაც მკურნალობის პროცესში კბილები გადაადგილდება წინასწარ დაგეგმილი იდეალური მიმართულებით. ამან საშუალება მისცა გაფართოებულიყო კაპების გამოყენების არეალი და ახალი ბიძგი მისცა მის განვითარებას.

მკურნალობის წინ პაციენტს უდა ჩაუტარდეს დიაგნოსტიკური კვლევები (ფოტო, ანაბეჭდები, რენტგენოლოგიური სურათები). ეს აუცილებელია მკურნალობის ზუსტი დაგეგმარებისათვის. ყველა არსებული მონაცემის მიხედვით ექიმი ადგენს მკურნალობის გეგმას, რომელიც თანხმდება პაციენტთან. შემდგომ დგება კაპების (ელაინერების) დამზადების ეტაპი. კაპა მთლიანად გარს ერტყმის კბილს და პრაქტიკულად შეუმჩნეველია. რეზულტატის მისაღწევად აუცილებელია მისი ტარება ყოველდღიურად, 24 საათი, მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ საკვების მიღებისას და კბილების გამოხეხვის დროს. კაპების შეცვლა ხდება ყოველ 2-3 კვირაში, ამასთან ყოველი ახალი კაპა სასიკეთოდ ცვლის კბილების მდგომარეობას. მკურნალობის ხანგრძლივობა გრძელდება რამოდენიმე თვიდან 2 წლამდე, რთულ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია ბრეკეტების გარეშე მკურნალობა მიზანშეწონილია კომბინირებული მეთოდი. კაპების გამოყენება ასევე შესაძლებელია რეტენციულ პერიოდშიც.


აღნიშნული მეთოდით მკურნალობის უპირატესობა მდგომარეობს მის ესთეტიკაში, ტარების სიმარტივეში, კომფორტულობაში, ჰიგიენის ჩვეულ პროცედურებში (კაპები იხსნება და არ გიშლით

ხეხვისას), დროის ეკონომია (არ საჭიროებს ექიმთან ვიზიტზე დიდი დროს). მკურნალობის დროს შესაძლებელია კაპების გამოყენება მათეთრებელი გელის მოსათავსებლად, ერთდროულად შესაძლებელია კბილების გასწორებაც და გათეთრებაც.

ელაინერები ბრეკეტებით მკურნალობის ტრადიციული მეთოდის ესთეთიკური ალტერნატივაა და საშუალებას იძლევა მიაღწიოთ სასურველ რეზულტატს გარშემომყოფებისგან შეუმჩნევლად.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.