Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო,

დაასხი! ნაღდი სიყვარულის უნდა დავლიო,
ქვეყანა ცრემლის საუფლოა, სევდის გზა არი!.
.-დაასხი, მუქთად დაგიხატავ შემკრთალ ალიონს,
დასტით, დუდუკით, თეთრი კრავით, დილის საარით!..
-დაასხი, ამ გზას მწუხარებით ბევრი ჩაივლის
სანამ დრო არის, სანამ შემწედ არის უფალი,
სანამ მეძახის აშხვირებულ მთვარის დაისით,
განათებული ორთაჭალა, ვარდისუბანი..
დამცხრალა ძველი მუხამბაზი-რა დრო გავიდა!
რაც დარჩენილა, მასაც ალბათ ტილოს გავატან..
გაღიმებული მივტანტალებ იქით, საითაცეს დალოცვილი მზე თავდება
, ქრება თანდათან..შენ-შენი დახლით, ოქრო-ვერცხლით,
არღნით, ამქარით,მე-ჩემი დარდით, მარტოობით, გულის საკლავით,-
ღმერთის წინაშე შიშვლები ვართ, ბოლოს ორივეს
,დედიშობილას მიგვიბარებს სადმე საფლავი!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.