Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
alexic blog

პოეტურად

ქალო ყვავილებზე მშვენიერო, ჩემი შთაგონების წყარო გახდი, იქნებ სტრიქონები შეიფერო, მოვალ სადაც ხარ და ოღონდ დამხვდი. მე რომ ამ ლექსებით გეფერები, შენი სილამაზე ამიხსნია...მზისგან გადაგდიან ეგ ფერები მკერდზე ღილები რომ ჩაგიხსნია. ქარი კაბის ბოლოს გიფრიალებს, ო,რა მიმზიდველი რამე ხარ და თვალებს ისევ ხარბად გიბრიალებ, შენი ალერსი რომ გამიხარდა. ნეტავ პოეტურად რა დაგარქვა, ჩემი ჰაერი თუ ჩემი წყარო?.. ჩემი დაგანათლო არ დაკარგვა, ანდა,არასოდეს შემიწყალო! ხარბად დაგეწაფო ბაგეებზე
და მე გასწავლიდე ანა-ბანას... დილით გამეღვიძოს მაგეებზე, აღარ დაეძებდე სარაფანას. ქალო მომენტია გულის ახდის, შენგან არ გამიშვა გაუხარი, მუზას ოცნებებში რომ არ გახდის აბა,იმ პოეტებს რა ვუთხარი..

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

მე რომ ამ ლექსებით გეფერები, შენი სილამაზე ამიხსნია...მზისგან გადაგდიან ეგ ფერები მკერდზე ღილები რომ ჩაგიხსნია,telefonis nomrebs ase arigeb?
#2, 12.11.2011 - 07:19
alexic (32)
555511501
#1, 24.10.2011 - 00:35
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.