Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lexso blog

წითელი ხაზი...

ლამაზ წარსულად მეხატება შენი აჩრდილი,

გულში მცივა და ფიქრიც თითქოს შემომეყინა.

თვალში ჩამაკვდა გემო მლაშე მარილის წვეთი,

ფერთა სამყარო გამეფიცა მე შენი წასვლით.

ბაჭიას კვალზე აცდენილი უიღბლო მხეცი,

გალიაში ვარ და მწყურვალი საქვეყნოდ ვყმუი.

დაე გესმოდეს, დაე იცოდე, შენს ჩახუტებას მიჩვეული,

მე დღეს ვარ მკვდარი, შენგან ვარ მკვდარი.

და თუ მაცოცხლებს ამის მერე, ფიქრი მაცოცხლებს.

შენზე ოცნებებს არ დავხატავ მე დღეს გულ მკვდარი,

ავაგებ ციხეს , ამოვკეტავ ფიქრთა სამყაროს.

ღამის გუშაგებს დაუნიშნავ გულთა სამეფოს.

აღარც გინატრებ, აღარც გიფიქრებ, აღარც გიწამებ,

შენს არსებობას შენივე თხოვნით

მე გადაუსვი წითელი ხაზი...


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

lexso (34)
gmadlob....
#2, 25.10.2011 - 21:21
nonita5555 (28)
like
#1, 24.10.2011 - 19:47
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.