Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Titann blog

მე შენ მიყვარხააააააააარ !

საოცრად აწვიმდა მინდვრის ბალახისა და აქა იქ ამოხეთქილი ყვავილებს რომელთა სურნელიც კიდევ შემოუნახავს ჩემს პერანგს. . .
გვაწვიმდა ჩვენც, და სულ მთლად გალუმპულები ერთმანეთს ვეხუტებოდით . . . წამი სამარადისოდ გაწელილიყო. . . და უკვე გვენატრებოდა ერთმანეთი. . . მიუხედავად იმისა რომ ხელი სულ რამოდენიმე წამის წინ გავუშვით.
უკუნ სიბნელეს, ხშირ-ხშირად გაანათებდა ხოლმე ელვა და შემდეგ წვიმის ხმაურს დაერთვებოდა ჭექა-ქუხილი, ღიმილი არ გშორდებოდა სახიდან, მე კი გიყურებდი ხმის ამოუღებლად სიცივისგან გალურჯებულ ტუჩებზე.
ვაგროვებ ბედნიერების ნამცეცებს და გულში ვიტკეპნი. . . რომ არასოდეს ამოვარდეს. . .
"შეგიყვარებდი. . . მე კვაზიმოდო, შენ ესმერალდას"
ჯერ შუბლზე გაკოცე. . . მერე ცხირზე. . . სახეს სახესთან გისწორე და თვალებს ხუჭავ, კოცნის მოლოდინში. . . აქ მეღიმება, სახე მებადრება და რამოდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, როდესაც იმედი გადაგეწურა. . . გკოცნი, ნაზად, ნელა და უბრალოდ. მერე შენს თვალებს ვუყურებ. . . უკვე გაფართოვებულს და უცნაურების სიხარულით გაბრწყინებულს.
-მე შენ მიყვარხარ_ვთქვი ჩუმად, შემდეგ ხელები ზემოთ ავზიდე და ბოლო ხმაზე ვიღრიალე- მე შენ მიყვარხააააააააარ !_ ისე რო გაეგო დედამიწას ჩემი ძახილი. -მე შენ მიყვარხარ_ ჩამჩურჩულეს მთებმაც შორიდან.

Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline Titann
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.