Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
chabu- blog

bavshvi romelic dedamiwaze mosavlenad emzadeba.....

ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება:
- უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწაზე უნდა მოვევლინო, მაგრამ მე, ასეთმა პატარამ და უმწეომ იქ როგორ უნდა ვიცხოვრო ?- ყველა ანგელოზთა შორის შენთვის ერთი ამოვარჩიე. ის შენ გელის, შენზე იზრუნებს და დაგიცავს. ანგელოზი ყოველდღე გიმღერებს და გაგიღიმებს. ამგვარად შენ მის სიყვარულს შეიგრძნობ და ბედნიერი იქნები. - კეთილი. ენა რომ არ ვიცი, ადამიანების ნათქვამს როგორ გავიგებ ? - დედამიწაზე რაც კი ლამაზი და ტკბილი სიტყვებია, ანგელოზი დიდი სიყვარულით შეგასწავლის. - კეთილი უფალო. შენთან საუბარი რომ მომინდეს, როგორ მოვიქცე ? - ანგელოზი პირჯვარს გარდაგსახავს და ლოცვას გასწავლის. - გავიგე, რომ დედამიწაზე ცუდი ადამიანებიც ყოფილან, მე ვინ დამიცავს ? - ანგელოზი თავის სიცოცხლესაც კი გასწირავს შენს დასაცავად. - მე ძალიან ვწუხვარ, რომ ვეღარ გნახავ... - ანგელოზი გამუდმებით გესაუბრება ჩემზე და ჩემსკენ მომავალ გზას გიჩვენებს... ამ დროს სამოთხეში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დედამიწიდან გამოსული ხმები სამოთხეს სწვდებოდა. პატარა მიხვდა, რომ წასვლის დროა და ბოლო შეკითხვა დაუსვა უფალს: - უფალო, თუ უკვე მოვიდა ჩემი წასვლის დრო, სწრაფად მითხარი, რა ჰქვია ჩემს ანგელოზს ? - მისი სახელი საჭირო არ არის, შენ მას დედას დაუძახებ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

kiitty (30)
genacvaleeeee daaan lamaziaaaa :))
#4, 24.10.2011 - 20:36
;)
#3, 24.10.2011 - 19:30
nonita5555 (28)
like
#2, 24.10.2011 - 19:29
imedia mogewonebat
#1, 24.10.2011 - 19:02
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.