Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
irmuska blog
არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში მფარველ ანგელოზებად გვევლინებიან სულის სალბუნად და მკურნალად... მთავარია იგრძნო და იცნო...
ფანჯრის მინიდან გავყურებდი წვიმას სევდიანს, შენ გამახსენდი და გულიდან აღმომხდა ოხვრა...
მინაზე გაჩნდა ორთქლის ლაქა...
ნუთუ ეს ჩემი სევდაა?...
თითით მოვხაზე სევდაზე გული...
ეს უკვე სევდა არ არის! ეს სევდიანი გულია...
გულში შენი სახელი ჩავწერე... ეს უკვე სევდიანი გული არაა! ეს შენით სავსე სევდიანი გულია...
მერე ისარი გავუყარე და გამეცინა! ეს უკვე შენით სავსე სევდიანი გული არაა! ეს შენზე შეყვარებული სევდიანი გულია...
უცბად გულიდან წვეთი მოწყდა, მინაზე დაგორდა და ატირდა გული!..
ეს უკვე შენზე შეყვარებული სევდიანი გული კი არ არის... ეს შენი ნასროლი ისრით დაჭრილი გულია,შენზე შეყვარებული, სევდით სავსე და მონატრებით ატირებული...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.