Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
romantik blog
მოგიტაცებენ და გაგხვევენ ცხელ საბურველში
სილამაზისთვის თვით სიკვდილსაც არად აგდებენ
გადაგაგდებენ უნეტარეს სიმხურვალეში
ოცნების ტახტზე ლერწამივით გადაგაწვენენ
თავდავიწყებას მიეცემა ვნების თარეში
უსასრულობას გაიფრქვევა ფიქრები შენი
სიამის სხივი ჩაგიდგება ლამაზ თვალებში
ბროლის კისერზე მოგეხვევა ხელები გველი
მოგიტაცებენ მაგ თვალთა ეშხს ვინ გაექცევა
ღმერთის წყალობით თუკი ერთხელ მზერა ეფეთქა
ავადმყოფსაც კი ტკივილები შვებად ექცევა
თვით მცხეთის მეფეც დაიჩოქებს ირმის ფეხებთან
მხურვალე ტუჩებს დაადნება ფიფქივით კოცნა
წაეკიდება ვენერას ტანს ვნების კოცონი
შენს მოტრფიალეს ძალა უნდა რომ შეძლოს მოცდა
არ მოგიტაცოს და არ გახდეს შენი პატრონი
გადარეული მაგ შვენებით მთვრალი დაგდევენ
მოგიტაცებენ ლამაზმანო მოგიტაცებენ


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.