Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
khatuta blog

ამდენი ხანი ვიღაცას უცდი,
მაშასადამე, ვიღაცის გჯერა,
მოისადავე ნერვები სუსტი,
მოვა თუ არა, არ იცი ჯერაც.

მოისადავე ნერვები სუსტი,
ეგ უსარგებლო წუხილი კმარა,
ბედნიერი ხარ, რაკიღა უცდი,
რა სათქმელია, მოვა თუ არა!

* * * * * * *

მე ჭკვიან ფერებს დავდევდი ცაში,
მე იმ ფერების დახატვა მსურდა,
ეს მე ვარ ქალი, ეს მე ვარ ქარი
რომელსაც სახე არ დაუბრუნდა.

მე ყველაფერი დავკარგე მაშინ,
გააპრილების კეთილ დროიდან,
ჩემი სახე კი აიჭრა ცაში,
ქარის წაღებულს ქარი მოიტანს?!

ჩემმა ფერებმა ნახეს ცხოვრება,
ის ხომ ყველაფრის ნებას გვაძლევდა,
თქვენ კი ყოველთვის გემახსოვრებათ,
ქალი, რომელიც ქარებს დასდევდა.

ბედის ვარსკვლავო

ცაზე ციმციმებ,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,
ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,
ო, რა ხანია გელი.

ბედის ვარსკვლავო,
შემომხვიე თბილი მკლავები,
ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა.
ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული,
ვინ შეგიყვარდა?..

ბედის ვარსკვლავო,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი.
იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული,
ჩუმად მითხარი...

ბედის ვარსკვლავო,
იდუმალო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული.
ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით
და სიყვარული...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.