Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
ბევრი დამისხით!-დღეს სურვილი მაქვს სიმთვრალით მოვკვდე

სიყვარულისთვის წამებული ტოტივით მოვტყდე!

გემივით ისე ჩავიძირო გრძნობის ზღვის ფსკერზე

საუკუნეთა განვლის შემდეგაც ლექსი თქვან ჩემზე!

კიდევ დამისხით-ხომ შეხედეთ მაინც ვერ ვთვრები

ეს სადღეგრძელო მინდა შევსვა ვაზის ცრემლებით

გულით გისურვებთ-სიყვარულის ერთი გზით გევლოთ

და თუ დაგჭირდათ ჩემი სიცოცხლე თქვენ შემოგევლოთ

ეხლაც დამისხით!-დამაძალეთ!- სევდის დამისხით!

თუ ვერ გამიგეთ- მაპატიეთ დღეს ვერ აგიხსნით

-თქვენ შეგნატროდეთ ქალიშვილო ყელზე გიშერით

- თქვენთვის ვკვდები და ეხლა მხოლოდ თქვენ თუ მიშველით

ბოლოც დამისხით!-ჩემი სიკვდილი მოვკლა სიკვდილით

იმედი მქონდა მძიმედ სნეულს თქვენ მომივლიდით!

ოცნებად მრჩება მეჩუქებინა ჩემი სიცოცხლე

ჩემს მოსაგონად სიყვარულო დიდხანს იცოცხლე..

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.