Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

... ნათითურები ...

დამალვა-
პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები,



რომლებიც ეძებენ სამალავს.
ღამეს სიახლოვე სამხილად აცვია,
დუმილი იწვება სირცხვილით ბაქანთან.
თითები-
განთიადს სხეულზე მივაწვი.
გზა-
მხოლოდ ერთია გაღებულ სარკმელთან.
შემოდი...
დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად.
გზები-
შეუკრავი ათვლის პარაბოლა
პროფილი-
ფერმკრთალი ღიმილის გრაცია.
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია.
მზერას-
საწნახელში ბადაგად გიწურავ.
წლები დავბერტყე და ახლა შიშველი
ნონსენსით ავსებულ ცხოვრების მიწურთან
ამბორად ვიშლები...
ამბორი გიშველის?!
სად არის ჩემიდან შენამდე ლოგიკა
თვალებიც,



რატომღა ეძებენ სამალავს.
სუნთქვა-
ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 33  |  negative votes: 1

Write comment:

13lika13 (36)
დამთავრდა დრამების მირაჟი,
წარსული დავტოვე გაქცეულ კადრებად
dzalian momewona
#7, 05.11.2011 - 01:25
თქვენი ლექსიაა? ძაალიაან ლამაზიააა...
#6, 27.10.2011 - 17:38
galaxyca (37)
მაგარია კატო კარგი ლექსია
#5, 27.10.2011 - 02:04
თვალებიც - ამბობენ თითქოს აღასრებას...
#4, 26.10.2011 - 23:11
nodonodzi (29)
თითები-
განთიადს სხეულზე მივაწვი.
#3, 26.10.2011 - 12:11
agni121 (40)
მზერას-
საწნახელში ბადაგად გიწურავ.
#2, 25.10.2011 - 23:11
ნახე, ჰორიზონტზე მზე რომ გადაგორდა
წვიმამ დაუწესა ცრემლების სანქცია
25.10.2011 - 23:52
რატომღა ეძებენ სამალავს.
სუნთქვა-
ნაპრალიდან სულში შემოვიდა
და ნათითურები ლექსებად დამაჩნდა.
#1, 25.10.2011 - 20:34
დამალვა-
პროტესტის უთქმელი აქცია.
თვალები,
რომლებიც ეძებენ სამალავს.
25.10.2011 - 21:21
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.