Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
SerNuka blog

ნადირობა

ჭალაში ბალანაშლილი თეთრი სეტერი ქრის...
მწყერი ბალახში წრიალებს,
აფრინდება და... ფრრი...
სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს.
ვაიმე, ჩემი სიცოცხლეც იქნებ ასეა დღეს.
ვიდრე მიწაზე დავდივარ, ყველა სიკეთეს მგვრის,
ავფრინდები და... ვაიმე...
ავფრინდები და ფრრი...
ტყვიაც იწივლებს შურისა, მთლად მიმიმსხვრევენ ფრთებს,
სანამდე არ აფრინდება, არავინ ერჩის მწყერს.
შავი საფანტი ირევა...
თეთრი სეტერი ქრის...
მე მაინც უნდა ავფრინდე,
ავფრინდები და... ფრრი...


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

ttuta (24)
მე მაინც უნდა ავპრინდე...
#1, 26.10.2011 - 00:16
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.