Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

ან - გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად

ან ცელქ ამურს დავუდგები შეგირდად,
ან მის ისარს ჩავუდგები კვალში,
ყელსაბამად გამოხედვას შევიბამ
შენ რომ გუშინ დაგივარდა გზაში.
დაფიფქული მონატრების სიშორეს
წყაროსავით ჩავიგუბებ თვალში,
პოეზიას სუნთქვასავით მოგიტან,
როგორც სურნელს ჩემს ჩამოშლილ თმაში.
რაღაც, ფიქრით ამოვსება მომინდა
იმ ბზარების, შენ რომ გიჩანს ხმაში,
ან - გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად
ან - დაგტოვებ ფოთოლცვენის ქარში


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.