Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

************************

ამ ლექსის პირველი სტრიქონი
უკვე მეათასედ წავშალე,
სიმღერა მინდოდა ძალიან,
ოცნების აფრები გავშალე.

არ ვიცი რა ფერის დაგხატო,
პალიტრა შემაშრა ხელებში,
მაინც ვერ მოვძებნე შენფერი,
სამყაროს უამრავ ფერებში…

ღმერთმა გაგაჩინა მიწაზე,
ღვთიური მოგმადლა თვალები,
თუმცა არ იფიქრა იმაზე,
შურით გასკდებოდნენ ქალები…

გიპოვე, სადაც არ გელოდი,
შენამდე მომიძღვა ოცნება,
სანთლად დაგენთები უკუნში,
ტუჩზე დაგადნები კოცნებად…

შენფერი ვერ ვნახე ვერავინ,
თუმც ირგვლივ ათასი ფერია,
ცხადში შენა ხარ და სიზმარშიც
ჩემი სიყვარულის ფერია…

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.