Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
qeit10 blog

მუდამ ჩემს გვერდით ხარ.

მუდამ ჩემს გვერდით ხარ.. ჩემს ცარიელ სულს ყოველთვის ავსებდი.. ავსებ და აგრძელებ.. არ მაძლევ დაცემის ნებას, საყრდენივით ხარ.. მასწავლებელივით,აი დაწყებით კლასში რომ მყავდა და ყველა საგანს ის, რომ მასწავლიდა.. შენ ერთ საგანს მასწავლი.. რთულს.. საშინლად რთულს! რაც დრო გადის მით უფრო რთულდება.. ხან ჩამოვრჩები.. ხან გდევ თან.. მაგრამ ვერ გავასწარი.. არც ვცდილობ.. ასე უფრო მომწონს.. მგონი შენ იცი კიდეც, მაგრამ მაინც გეტყვი.. ჩამორჩენა უფრო მიყვარს.. მიყვარს როცა მაწვდი ხელს და მაყენებ.. როცა ჩნდები ჩემს სამყაროში.. საოცარი ხარ.. ყველგან გხედავ მე.. ყველაში.. და სწორედ ამიტომ მიყვარს ჩემს ირგვლივ ყველა და ყველაფერი .. იცი ხალხს უკვირს ეს.. ზოგი არც იჯერებს .. მაგრამ არ მწყინს.. დაე არ დაიჯერონ, რომ მიყვარს !! ჰო.. მე არ მეშინია სიყვარულის ტკივილამდე.. ბოლომდე..ნაღდად.. მიყვარს მე ჩემი ოჯახი.. მასში გხედავ.. ვხედავ შენს ნაწილს..მიყვარს ჩემი მეგობრები.. მათში სუფევ შენ.. მიყვარს ბავშვები.. საშინლად,ყველაზე მეტად.. მათ თვალებში გხედავ.. და ამ ყველაფრის სიყვარულით გამთელებ ჩემში.. ვცდილობ ბოლომდე გაცოცხლო.. არასოდეს დაგკარგო.. გატარებ გულით.. და არ დავიღლები ! ყოველ შენს გაკვეთილს ჩავაბარებ.. დავეცემი,მაგრამ ისევ ავდგები და ყველაზე ტკბილი იქნება ეს წამოდგომა.. ჩემი ღიმილი შენ გეკუთვნის.. შენი ნებით ვსუნთქავ .. შენ მაძლიერებ, მაძლევ ძალას ფეთქავდეს გული საგულეში.. მაპატიე.. დაგკარგე.. მე ვგრძნობდი შენს სიახლოვეს მუდამ.. მაგრამ ვერ გხედავდი.. ალბათ არ ვიყავი ღირსი.. ისევ მოვდივარ შენს გზაზე.. წელგამართული.. იმ ღიმილით შენ რომ მასწავლე..ღმერთო ... ისევ ის ვარ... მხიარული .. თბილი.. სიყვარულით სავსე..შენი და თან არავისი... ვუნაწილებ ყველას სითბოს.. ყველას თავის წილს.. ყველას ვუტოვებ ჩემ სთავს... მაგრამ მერე მივდივარ.. ისევ მოვდივარ.. და ასე.. მზესავით..ჩავდივარ იმის იმედით რომ ისევ ამოვალ.. ისევ გაგათბობთ.. ისევ მეყვარებით.. მე ავირჩიე ეს გზა.. და ვივლი ბოლომდე....

Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

agni121 (39)
ვცდილობ ბოლომდე გაცოცხლო.. არასოდეს დაგკარგო.. გატარებ გულით.. და არ დავიღლები
#1, 26.10.2011 - 11:54
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.