Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

როცა ეგონა...

აივანზე დგას და გულთბილ მთებთან საუბრით იქცევს თავს..მთების იქეთ მზეა,მაგრამ მოხუცი ვერ ხედავს მზეს,ვერც მთებს ხედავს,მაგრამ წარმოსახვა აქვს ისეთი კარგი,როგორი მხედველობაც არ ჰქონია თავის დროზე..

სიბერე არ არის ლამაზი სიტყვა..ფოთლებდაცვენილი ხეა სიბერე...ხან ჯანმაგარი,ხან მაინც სუსტი, ქერქგამძვრალი,ხეების მწკრივი...

მოხუცი დიდი ხანია აღარ ოცნებობს...ფიქრებსაც აღარ ჰგვავს

მისი დარდი...გულზე იკრეფს ხელებს და საკუთარ თავს უსმენს...გული ძგერს...ნელა,აუჩქარებლად..მშვიდად?არა...

სიმშვიდე უფრო სხვა სიტყვაა.მოხუცს რომ არ უგრძვნია არასოდეს...

სინანულიც უცხოა მისთვის...მხოლოდ ტკივილი...დაკარგული სიყვარულის დიდი ტკივილია-სიბერე...

და ის ერთი წარმოსახვა,როცა ეგონა,რომ ჰყავდა მეორე ნახევარი...ის ვინც სიყმაწვილეში უყვარდა და მერე თანდათანობით,გაქრნენ ილუზიები..გაილივნენ,როგორც სიზმრები...

ფოთლებდაცვენილი ხეა სიბერე...ხან ჯანმაგარი,ხან მაინც სუსტი, ქერქგამძვრალი,ხეების მწკრივი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 8  |  negative votes: 0

Write comment:

NANONANIKO (43)
RA NAZIA DA RA GULSHI CHAMWVDOMI,GENACVALE SHENA
#1, 27.10.2011 - 15:20
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.