Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
atropia blog

ღამე ნაზად მომეპარა))

სიყვარული არის ხშირად ხმამაღალი,
მას სჭირდება მოფერება ხანმმრავალი.
სიყვარული არის ბევრჯერ წარმავალი,
განგებაა ყველას ბედი სამართალი.
სიყვარული არც თუ ისე გულმართალი,
სიყვარული ხშირად არის ისევ მწყრალი,
დაელოდე გამთელდება, გული შავი
თუკი არის სიყვარულის ნაპერწკალი.
სიყვარული ხანაც ისე შორს მავალი,
წარუშლელი, შეუცვლელი, ხანმმრავალი.
სიყვარული შემოხედვით არც თუ მკრთალი,
ზოგისთვის კი სიყვარული დამცინავი.
სიყვარული არის ჩვენში დიდი ზარი,
სიყვარულმა მოგვიტანა გულში ქარი,
დაგვიტოვა ეს სამყარო მთა და ბარი,
გახდა ჩვენთვის სიყვარული თანამგზავრი.
ყველას მოგვცა სიყვარულმა დასაბამი,
აირჩია ერთხელ მოსვლა და სალამი,
აგვისახა და გვიჩვენა ალი-კვალი,
გვიკურთხა და დაგვილოცა მომავალი..

22:38

ღამე ნაზად მომეპარა, შენი სითბო მომიტანა,
ჩემთვის გული მოგიპარავს, შენი გული გთხოვე განა?
ვნების ნებით გამოხატვის, დრო დამდგარა ისევ ჩემთვის,
ოცნებების გამო ხატვის, არ გასულა ჟამი შენთვის.

ჩემს ფიქრებში შემოხვედი, მათრობს შენი შემოხედვა,
ხელსაც ნაზად თუ მომხვევდი, გაქრებოდა გულში სევდა.
ვიცი ლექსი არ მიშველის, მომცემია მხოლოდ შვების,
სანამ ბაგე ბაგეს ელის, სურვილი მაქვს მოფერების.

თუნდაც მოვკვდე სულერთია, ოღონდა ჩემი გახდი ერთხელ,
შენთან ღამე გამეთია, დამენახა თვალს რომ ახელ,
შენი სუნთქვა მომესმინა და სხეული დამეკოცნა,
შენ რომ ვეღარ მოგეთმინა და გეჩუქნა ერთი კოცნა.

მოგხვეოდი ყელზე ნაზად, მერე თუნდაც მოხდეს ის რაც,
ჩვენს გულს უნდა ვნების ფასად, განმეორდეს იქნებ სადღაც,
სანამ შენ არ მოგწყინდება, სანამ ვნება არ გაქრება,
როცა ჩემთან მოგინდება, ავისრულოთ ეს ოცნება.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.