Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
პოეზია მომინდა,მომინდა და გავგიჟდი
დამიტირეთ მუზებო თუ ეს ღამეც გავრითმე,
მერე რა რომ მთვრალი ვარ,მერე რა რომ უღვინოდ
კიდევ ერთხელ ძვირფასო ეგ ტუჩები დამითმე.

გაზაფხული შემძულდა,არ მსურს მარტი ყვაოდეს,
მერამდენედ გავშიფრე შეცდომები ლოცვაში,
მერე რა რომ სიყვარულს არ დაადგა საშველი
დეზდემონა ოტელოს შემოეხრჩო კოცნაში.

ვერ დაგიცდი ძვირფასო,დაიღალა ლოდინიც,
საკუთარ ბედს ჩვენ თვითონ ვაწესებთ და განვაგებთ,
მერე რა რომ მითია კიდობანი ნოესი
დამიჯერე ძვირფასო ჩვენ უკეთესს ავაგებთ.

ვიოცნებებ შენამდე თუნდაც წლებმა გამლიონ
შევაჯერებ ოცნებებს ოდეს ფიქრად გაწელილს,
მერე რა რომ ვერასდროს ვერ დავიპყრობ მწვერვალებს
ყველას ოხრად დარჩება კვესელავას ნაწერი.

ლოთი ვარ და ლოთობამ შემქმნა მე დღეს ამგვარი,
დღეს მუზამაც დამტოვა და შენც უკვე მიდიხარ,
მერე რა რომ უფალმა გამაჩინა პოეტად
აღარ მინდა ლექსები და აღარც შენ მინდიხარ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.