Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
serebriani blog

. . . . . . . . . . . . . .

გარეთ-ღამე,

გარეთ-ფიფქი,

ჩემთვის-აზრად თოვხარ,

და რადგან მსურს შენი ნახვა,

ვიცი-აღარ მოხვალ.

თურმე შენ გსურს დავიფერფლო,

დავრჩე ღამის სიზმრად,

ახლოს ხარ და თან შორსაც ხარ,

მე შენ ამით მხიბლავ.

მომეძალა შენზე ფიქრი,

აზრთა გრძელი გალა,

ნეტავ ქარს თუ ესმის ჩემი,

არა მგონი,

არა...

ბნელ ღამეში თვით ცივ ქარსაც

ეზარება ფიქრი,

ამიტომაც უსასრულოდ,

უსასრულოდ მიჰქრის.

დავივიწყებ მე შენს სახელს,

თუკი ასე გინდა,

პასუხს ველი,

ქარი ჩადგა,

ღამე გაირინდა.

ახლა ვხვდები,თანამიგრძნობს

თურმე ქარი ცივი,

ბრაზობს,

ქრის და ხის ტოტებში

ძველებურად კივის.

ღამესაც სურს შემიყვარო,

მაგრამ ჩუმად არის,

მას არ ძალუძს გამოხატოს,

ეს სტილია ღამის.

თუ გსურს მუდამ გიერთგულებთ

მეც,ქარიც და ღამეც,

ოღონდ ერთხელ გამიღიმე,

მოდი და ხმა გამეც.

თუნდაც ქარით,

თუნდაც ღამით,

თუნდაც ყინვით,თოვლით...

მე პასუხი არ მჭირდება,

მოდი...

მოდი...

მოვლით...


Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

მომეძალა შენზე ფიქრი,

აზრთა გრძელი გალა,

ნეტავ ქარს თუ ესმის ჩემი,

არა მგონი,

არა...
#1, 26.10.2011 - 18:42
:)))
26.10.2011 - 18:43
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.