Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nuca123 blog

აღსარება ჩაიბარე უფალო

გოლგოთაზე მოაწყობენ პოეზიის საღამოს
სადღეგრძელოს გადაღლიან ბლონდებით
ხალხი გხვდება სიყვარულით იესო
და მე სახლში სუფრას გიშლი ცოდვებით.

აღარ მრჩება ნებისყოფა დარჩენის
ამ თაობას სიმართლე რომ ვუთალო,
ეს ცხოვრება უკვე ისე გაჭირდა
წყეულ ვერცხლად მეც გაგყიდი უფალო.

თარიღები ღალატობენ კალენდარს
შიში მიპყრობს ყოველი დღის დახვედრის,
სიგიჟისგან ბოლო ზარიც გარეკავს
მერიდება შენს თვალებში ჩახედვის.

ნუ მარიგებ ათი მცნებით,ვერ ვიცავ
მაპატიე, ცრემლი თუ მოგანიჭე
არ დამინდო,სიბრალული არ მინდა
მომისაჯე ჯოჯოხეთის კარიბჭე.

ბებერ მუზას შემოაკლდა რითმები
შეშლილ ღამეს წამი როგორ ვუთვალო,
ჩემი ცოდვით იწვის,დნება სანთელი
აღსარება ჩაიბარე უფალო.



გაზიარება

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nuca123 (21)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.