Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
serebriani blog

დავიღალე....ახლა მართლა დავიღალე...

დავიღალე......ახლა მართლა დავიღალე.....
შენი სახე დამავიწყდეს ლამისაა,

ახლა უკვე საუცხოოს ვარქმევ რამეს,

მარტოობაც აღარ შემრჩა,ღამისაა...

შემოდგომას დაეკიდა ლოლუები,

ღრუბლებს შორის შეეპარა მრისხანება,

შენზე ტრფობას შევუკვეცე ბოლოები,

მაინც ცაზე შენი ლანდი ისახება.

აივნები უთვალთვალებს კოინდორებს,

გადაჩეხვას უპირებდეს თითქოს ხევში,

მოვინდომე,ჰოი როგორ მოვინდომე,

შენს ნაკვალევს დავეძებდი წუხელ თქეშში.

გადავწყვიტე,სამუდამოდ გადავწყვიტე,

დავიფიცებ,რომ მიყვარდი არასოდეს,

მაგრამ რატომ დავეძებდი გუშინ ტიტებს?!

რატომ მინდა რომ შენს სუნთქვას ვდარაჯობდე?!

დავიღალე,ახლა მართლა დავიღალე...

შემოდგომას დაეკიდა ლოლუები,

ახლა უკვე საუცხოოს ვარქმევ რამეს,

შენზე ტრფობას შევუკვეცე ბოლოები...


Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.