Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tam0oo blog

დავმთავრდი!..

დავმრთავდი!... წვიმს ახლა..ქუჩაშიც და ჩემს სულშიც.. მაგრამ შიგნით, რომ მაწვიმს ის წვიმა,სევდით კი არ მასველებს- მხოლოდ მტკივნეულად მესობა სხეულის ყოველ უჯრედში, მერე კი ნელა, ცოცვით მიიწევენ ქვემოთ..მთელ ჩემს არსებაში.. გავიყინე! განა სიცივით?! -უემოციობით!.. ვეღარაფერს ვხედავ წინ, მომავალში..აღარც იმისკენ მინდა გავიხედო რაც უკვე იყო.. ახლა სიბნელეა მთელს ჩემს არსებაში.. მხსნელსაც აღარ ვეძებ!. დავიღალე.. მინდა გავქრე, ყველას ცხოვრებიდან, მეხსიერებიდან..თუ რამეს გულით ინატრებ ახდებაო..ჰოდა- ნეტავ გავქრე!

ჯერ კიდევ გუშინ იყო ბავშვმა რომ დავიძინე, დღეს კი..ქალი ვარ...სულდაღლილი ქალი... ერთადერთი კითხვა მიტრიალებს გონებაში: - "რატომ?"..
პასუხიც ვიცი...შიში..წავიდა..წყეულიმც იყოს ყოველივე ეს.. შიში, საკუთარი თავის უნდობლობა, იმედგაცრუება.. დღეს ყველამ "მიმატოვა" მორალურად...წუწუნიც კი არ მეხერხება ნორმალურად..ინტერესს ვერ ავღძრავ, რომ ვიღაცამ დამისვას კითხვა-"რა მოხდა?" და მერე ბოლომდე მომისმინოს...განა ესმოდეს მხოლოდ? არა- გამიგოს, მაგრამ აბა როგორ? როცა ვერასდროს ვახერხებ გასაგებად საუბარს.. (აი, ახლაც)..
გარეთ გავიდოდი, სახეს წვიმის წვეთებს შევუშვერდი და ვიხეტიალებდი დაღლამდე, მაგრამ ეგეც იმ წარსულს მახსენებს და არ მინდა წვიმა შემეხოს..არ მინდა სიცივემ კვლავ "მაკოცოს"..
ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს, მაგრამ ამდენიხნით აბა როგორ?..თავიდან უნდა ვისწავლო როგორ ვიცხოვრო...სულ ცოტა ხნის წინათ რომ ეკითხათ-"თავს როგორ გრძნობ?" ვეტყოდი: -"ბედნიერად.." ახლა კი...ახლა ვიტყოდი: "იმედგაცრუებული...".. და აი კვლავ ერთი - "რატომ?".. განა ყოველთვის ასე არ ხდება ამ დაწყევლილ ცხოვრებაში?!. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვცადე მისგან გაქცევა და კიდევ ერთხელ, უფრო მწარედ, უხეშად და მტკივნეულად მომაბრუნა უკან.. ახლა კი არაფერია წინ..უფროსწორად არ მაინტერესებს რა არის, ან რა იქნება იქ...სიბნელეში ვარ და ვგრძნობ ვიკარგები...დაღუპვამდე მივდივარ...ამ სიბნელეში კი პირველი რაც დავკარგე იმედია...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

rruru (53)
ამ სიბნელესში კი პირველი რაც დავკარგე იმედია...
#2, 26.10.2011 - 22:58
kessaria (36)
:(((((((ehhhhhhhhh
#1, 26.10.2011 - 21:46
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.