Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
eka-eka1 blog

როცა დავშორდი მე ჩემს სამშობლოს,

დავკარგე ძალა და მადლი მისი,

მე მირჩევნია ჩემი ღარიბი,

ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი.

სჯობს ღარიბობა, ჩემს სამშობლოში,

სჯობს რომ მესმოდეს, ენა ქართული!

ისეთი სწრაფად მიპრინავს წლები,

თითქოს თამაშით ვიყო გართული.

როდესაც გავხდი მე ემიგრანტი,

შევიწროვება ვიგრძენი მაშინ,

უცხო კანონებს ვემორჩილები,

დავდივარ როგორც დასჯილი ბავშვი!

ჩემს ქვეყანაში მე ფრთები მესხა,

და პატრიოტი ქართველი მერქვა,

მე იქ შემეძლო ჩემი ლექსები,

ხალხის წინაშე ხმამაღლა მეთქვა!

სადაც ვიქნები სულ მეყვარება,

ჩემი მთები და ჩემი ბუნება,

რაც მთავარია.. მემახსოვრება,

ენა ! მამული ! სარწმუნოება !

როცა დავშორდი ჩემს საქართველოს,

დავკარგე ძალა და მადლი მისი,

მე მირჩევნია ჩემი ღარიბი,

ვიდრე მდიდარი ქვეყანა სხვისი!.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline eka-eka1 (27)
საბერძნეთი, Athinon, Athens



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.