Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BUK100 blog

"ტაძარს რომ ჩაუვლი,პირჯვარი გამოისახე!.."

* * * ერთი მორწმუნე ყვებოდა: ”მე და მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოვედით. ბერმა პირჯვარი გამოისახა. როცა დავშორდით ტაძარს, უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვიგებდი, რატომ! მერე მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე: - მამა გაბრიელ, გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ აკეთებთ ასე? - ტაძარს რომ მიუახლოვდებით,ნერწყვავთ. რესტორანთან ჩაივლით, პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ!.. - რახან გულით მეუბნები, გეტყვი, მაგრამ ეს ჩემი საქმეა...აგიხსნი...ეკლესიის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, რომ ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ცოტას რომ მოვშორდები, ვხედავ მათ და ვნერწყვავ. რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხედავ, როგორ ტირიან წმინდა ანგელოზები, ადამიანები რომ ღრეობენ.მეც წმინდა ანგელოზებთან ერთად ვლოცულობ, ღრეობას თავი რომ დაანებონ და ტაძარში წავიდნენ. ტაძარი ხომ ცას განასახიერებს?! მე ტაძარს გავუარო და შიგ არ შევიდე?! გვერდზე თუ ჩაუვლი ეკლესიას და პირჯვარს გამოისახავ, ეს ნიშნავს - "გაგიმარჯოს,ღმერთო!.." და გვერდზე ჩაუარო. ეშმაკებს კი უხარიათ, ტაძარს გვერდზე რომ ჩაუვლიან. ამიტომ,ეს რკალი უნდა გაარღვიო, ტაძრის კარებამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი. თუ დრო არა გაქვს, ტაძარს რომ ჩაუვლი, პირჯვარი გამოისახე იმისთვის, რომ თხოვო პატიება უფალს ტაძარში ვერ შესვლის გამო.” (არქიმანდრიტი გაბრიელ ურგებაძე)

Tags:

 
Interesting
positive votes: 211  |  negative votes: 4

Write comment:

sexes (31)
dzaan kai blogia, maladec,gmertma gagimarjos :)
#27, 02.08.2012 - 04:03
matarazo (45)
didebuli axsnaa........ *HEART*
#26, 30.07.2012 - 21:36
koshubi (47)
"like"
#25, 30.07.2012 - 12:34
leluka11 (48)
angelozebi tirian chveni greobis gamo.
ufalo shen daifar sruliad saqartvelo
ufalo shegviwyale
#24, 29.07.2012 - 07:20
neo11 (33)
მარტლაც საჭიროა უფალთან დაახლოება ,ერთადერთი გზა ჩვენი გადარჩენის მხოლოდ იესო ჩვენი მხსნელი და მფარველი ,
#23, 29.07.2012 - 03:14
neo11 (33)
საინტერესოა
#22, 29.07.2012 - 03:12
elzaaa80 (31)
ტაძრის კარებამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი.
#21, 28.07.2012 - 17:31
kargia eseti blogebi xhirad tu daideba.
#20, 28.07.2012 - 14:46
farvana19 (26)
"ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს შესძრავს"... (ბერი გაბრიელის დარიგება )
#19, 28.07.2012 - 11:56
თუ დრო არა გაქვს, ტაძარს რომ ჩაუვლი, პირჯვარი გამოისახე იმისთვის, რომ თხოვო პატიება უფალს ტაძარში ვერ შესვლის გამო.
#18, 26.07.2012 - 16:05
1  2  3  [»] 

User
offline BUK100
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.