Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aniko-aniko blog
ახლა მოდაშია ფიქრი...
ფიქრობს პატარა თუ დიდი...
ახლა მოგონებებს ვიმკი...
მაშინ ოცნებებსაც ვზრდიდი...
ასე მოვაღწიე მარტომ...
გავხდი მოწყალე და მშვიდი...
ახლა შენს სიყვარულს ვნატრობ...
მაშინ ვიღაცაში გცვლიდი...
ისევ მონატრება მომკლავს...
ახლა მინდა ვიყო შენთან...
გული ძველებურად ბორგავს...
ისევ ჩამოვჯდები მზესთან...
წვიმას ავატირებ ისევ...
სევდას უმიზეზოდ წავშლი...
ღამეს შევატოვებ ნისლებს...
და ქარს უგზო-უკვლოდ გავშლი...
ღამეს დავაღამებ სადმე..
დილას გავითენებ მაინც...
ოღონდ საუკუნოდ მწამდე..
იმედს არ დავკარგავ ხვალის...
ღამეს უშენობით მოვკლავ...
მერე შავ სამოსელს გავხდი...
მოვალ,დამიჯერე მოვალ...
და შენ პაემანზე დამხვდი...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

nona-q (47)
games ushenobit movklav
#2, 27.10.2011 - 14:16
zviadk (44)

დიდი მადლობა ჩემი ლექსისთვის

პატივისცემით
ზვიად კეჭაყმაძე
--------------------------
www.zviad.runet.ge
#1, 27.10.2011 - 14:14
magaria
27.10.2011 - 14:16
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.