Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
lexso blog

ქარი მიშლის

სევდას მიაქვს ეს ცხოვრება,
ტანჯვას ვეღარ უძლებს გულიც.
ფიქრს ვუკრძალავ შენთან მოსვლას,
ღამეს ვებრძვი და სიზმარში მაინც გხედავ.
მინდა მწამდეს, უშენობის ამტანი ვარ,
და უდაბნოს გადავლახავ მე მწყურვალი.
ქიმერების დაკვალული ქვიშის საფარს,
ქარი მიშლის,
ქარი მიშლის,
ქარი მიშლის.
ფერთა ზღვისკენ სავალს მივდევ,
ქარი ფიქრებს კვლავაც მირევს.
დაზამთრების მოლოდინში,
შენს ნაკვალევს ფოთოლს მიფენს.
ჭიქა ღვინოს შეჩვეული,
ერთი დოქიც აღარ მყოფნის,
რომ ჩავახრჩო შენზე ფიქრი,
როგორც ბურნა პაპის ქვევრში.
არა განა გავლოთდები,?
ნუ გექნება მაგის დარდი.
მინდა მწამდეს უშენობის ამტანი ვარ,
ღამეს ვებრძვი და სიზმარში მაინც გხედავ...

16:55 სთ.
27/10/2011. წ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

lexso (33)
gaixare sul axalia.... :)
#1, 27.10.2011 - 17:34
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.