Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gio877 blog
ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა,
რომ ამ სილამაზის უკვე მეშინია,
და თუ დღემდე მუდამ შენზე ვუყვებოდი,–
მთვარე ამიტომაც ჭკვიდან შეშლილია!
ისე სათუთია შენი ყვავილები,
რომ ამ სისათუთემ ძლიერ დამაბნია,
ნუთუ ასე გვესმის ერთმანეთისა, თუ
ხუმრობ შენებურად? – ვეღარ გამიგია!
ისე მეტყველია შენი გამოხედვა, –
ამას კიდევ ერთხელ ვეღარ გადავიტან,
გრძნობა მწირი იყო და წყალწაღებული,
ეხლა – შენთან ერთად ნაპირს გადავიდა...
ისე ნეტარია შენთან საუბარი,
რომ ამ საუბარში ვქსოვ, – რაც მართალია,
თუ კი შენს ლოდინში ცრემლი დამიღვრია, –
შენი გაღიმებით უკვე ბათილია!
ისე ლამაზია ჩვენი ნაცნობობა...
მსურს ამ სილამაზით სუნთქვა გავაგრძელო...
ისე მიხარია შენი არსებობა, –
რომც არ შეგიყვარდე, –
ღმერთმა გადღეგრძელოს!

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.