Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

გადამირჩინეთ სიყვარული,გადამირჩინეთ!.

გადამირჩინეთ, სიყვარული,
რომელიც შურით
სამიზნეზე უდევთ ვამპირებს,
გადამირჩინეთ, სიყვარული,
გაღვიძებას როცა აპირებს.
გადამირჩინეთ, მინდვრის ყვავილნი,
სინათლისათვის პაემანზე გამოსულები,
ცას აპყრობილნი მოქადაგე ბერი მარტვილნი,
სერაფიმები _ სიყვარულის მცველი სულები.
მე სიცოცხლესთან ვერა ძალამ ვეღარ გამყაროს,
ყველა ჭრილობა _ სულში დამღა ,
გთხოვთ მომირჩინეთ,
აპოკალიფსურ ხელს ნუ ახლებთ,
ჩემს წილ სამყაროს,
გადამირჩინეთ, სიყვარული,
გადამირჩინეთ!..

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.