Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gvanculiko blog
ნუ გაათეთრებ ფიჭვებივით მიჯრილ სტრიქონებს,
კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები,
ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე,
მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების...

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს;
მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან
და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს.

ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას,
მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი;
ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია
და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ!

ნუ დაუმალავ "აი-იას" ნინოს და ცოტნეს,
ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს", დათოს, მარიამს,
უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე",
დედის რძესავით - ამ სიმღერებს - სულ სხვა მადლი აქვთ.

დღეს თბილისიდან ბათუმამდე სტვენით მიდიან...
თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის...
თუ შენ ვერ ხედავ, ან, ხედავ და ფეხზე გკიდია,
ამ ჩემს მტკივან გულს დაუჯერე, მხრამდე რომ მეწვის:

ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას,
(ღმერთმა ნუ ქნას, რომ ხვალ ამ სტროფებს დაედოს ფასი!)
ისე იმღერე, წინაპარი როგორც მღეროდა
და ვაზისძირა - დაღვლარჭნილი ბილიკით გასწი!

• • •
ნუკრი ბერეთელი
• • •

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline gvanculiko (28)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.