Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
uchinari blog

დავთვერი დღესაც...

დათვერი დღესაც და სიბნელე ლოდივით გადევს,
თავს ვერ წამოყოფ (აქედანვე ხომ ხვდები) დილით,
მიდი, უხსენი, თუ ბიჭი ხარ, საყვარელ დედას,
ცოცხალი რომ ხარ, სმას რომ უძღვის მეფური წვლილი.

ფარდის ჭრილიდან ვარსკვლავები გულდაგულ თვალე
(სახლის წინ ალბათ შეამცივნა ალუბლის ნარგავს),
შენს თავზე ფიქრობ, რა გადარდებს? მოსწონხარ ქალებს,
სანერვიულო ამ ეტაპზე მე მგონი არ გაქვს.

თუმცა ვერ ხვდები, რითი ხიბლავ. იხსენებ, ადრე
ამოიყვანე ბევრჯერ დარდი - რვა (ცრემლის) წველა,
პატარავდება შენი გული დღითიდღე, რადგან
ვინც მიგატოვა, თითო გრამი წაიღო ყველამ...

ჭერს დააშტერდი, კედელს ჩუქნი თვალების ბუკეტს
და ფიქრობ, სხვებიც მიხვდებიან ადრე თუ გვიან-
რომც დაგიქვითონ წერის ნიჭი, იმათზე უკეთ
შენ მაინც დაწერ, პოეტები ახლა რომ ჰქვიათ!

ისევ და ისევ დაიბერტყავ დამტვერილ სინდისს,
პაპიროსამდე მოკლე მანძილს თითებით იგნებ.
ღამე თენებად არ გყოფნის და ხანდახან გინდა
შუშის სათბურში დაამწყვდიო, მერე კი შიგნით

დაიდო ბინა. უძილობა ბადურებს ხეთქავს,
დამფრთხალი ძილი ჩათბუნებულ ლოგინთან გიზის,
ცუდად ხარ (ირგვლივ ყველაფერი რიგზეა თითქოს),
ეძებ და მაინც ვერ პოულობ დაწყევლილ მიზეზს...

ხოდა დათვერი და სიბნელე ლოდივით გადევს,
თავს ვერ წამოყოფ (აქედანვე ხომ ხვდები) დილით,
მიდი, უხსენი, თუ ბიჭი ხარ, საყვარელ დედას,
ცოცხალი რომ ხარ, სმას რომ უძღვის მეფური წვლილი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline uchinari (29)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.