Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
atatune blog

მ ე გ ო ბ რ ო ბ ა ...

იცით რას ქვია, ნამდვილი მეგობრობა? მე არ ვაპირებ გამონათქვამებით ან გალამაზებული სიტყვებით საუბარს, არც იმას ვაპირებ ჩემი აზრი თავზე მოგახვიოთ... უბრალოდ მოგიყვებით... ნამდვილ მეგობრობაზე :)

ნამდვილი მეგობრები, ადამიანები რომლებიც წვიმაში შორტებით სეირნობენ, ცივათ მაგრამ ერთმანეთის ღიმილი ათბობთ...

ნამდვილი მეგობრები, გოგონები რომლებიც სიყვარულზე ერთმანეთის გამო ამბობენ უარს...

ნამდვილი მეგობრები, ბიჭები რომლებიც მეგობრისათვის ნასროლ ტყვიას გადაეფარებიან...

მეგობრები... ადამიანები რომლებიც შენს ცხოვრებას ცვლიან... ტირილი გინდა? ისინი მოდიან და შენც ტირიხარ, ოღონდ ეს სიხარულის ცრემლებია...

სიცილი გინდა? ისინი მოდიან და შენ მაინც ტირიხარ.. რატომ? იმდენს იცინიხარ რომ ცრემლები თავისთვის მოდის...

მეგობრებს ერთმანეთის უთქმელად ესმით... ისინი ერთი შეხედვით ხვდებიან როგორი ხარ! მათ ვერ მოატყუებ, უფრო სწორედ არ მოატყუებ....

ნამდვილი მეგობარია ის გოგონები რომლებიც ტირიან, იცინიან, ჩხუბობენ და მერე ერთმანეთს ეხუტებიან...

ნამდვილი მეგობარია ის ვინც ქარში, ღამის 2 საათზე შენს საშველად წამოვა.. ის ვინც დაღლილს დაგასვენებს, ის ვინც სიცოცხლის აზრს დაგიბრუნებს...

ნამდვილი მეგობარი, მეგობარზე მეტია...

მიყვარხარ


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

nuca123 (22)
ნამდვილი მეგობარი, მეგობარზე მეტია...


#1, 29.10.2011 - 09:53
 

User
offline atatune (25)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.