Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog
ხომ შეიძლება, სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს;
ხომ შეიძლება, დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მიანც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება, მომავლის გარდა
გარდასულ დღეთა სხივზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო, მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო.

მაგრამ რატომღაც გულშივე ვმალავთ
გულიდან ცივად დაძრულ წყაროებს,
მერე ეჭვები არ გვაძინებენ
და ცივ ცრემლებად მოწანწკარებენ.

და მიდის ასე ცხოვრების ეტლი,
გრძნობ, ამ თაატში ყველა მგზავრია,
ჩვენს უკანასკნელ სადგურებს ველტვით,
გვიხარია და არც გვიხარია...

ხომ შეიძლება, გზა ვერ გაიგნო,
წყალში იდგე და მაინც იწვოდე;
ხომ შეიძლება, მრუდედ გაიგონ
შენი სიცოცხლის ყველა სისწორე.

თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ.
ცამდე მართალი ვერ იმართლო,
სიბრძნის კოშკამდე ისე მიხვიდე,
რომ უმეცრებმა გიჟად ჩაგთვალონ.

ხომ შეიძლება, ეტრფოდე იებს
და ენძელების იქცე ძიებად...
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ.
ეს ყველაფერი ხომ შეიძლება?

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.