Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

ოქროსფერი გზები

ახლა სამსახურში ვარ...დღეს ”კარმა”ჩაგვირთეს და თბილად ვართ,მე და ჩემი ,რამოდენიმე თანამშრომელი...

არავინ მაწუხებს და ვფიქრობ...ცოტას ვოცნებობ კიდეც...სადღაც შორს მინდა წასვლა.....მთებსა და ვარსკვლავებზე უფრო შორს ,არ მეგონა,თუ იყო გზები,მაგრამ იმდენი გზა ყოფილა ირგვილ...ოქროსფერი და ყვითელი გზები...იასამნისფერი მძივებითა და ოცნებებით გაწყობილი...

დილით ჩემმა გადარეულმა დაქალმა დამირეკა:” გოგო,რამ გადაგრიაო?მართლა აპირებ თურქეთში სამუშაოდ წასვლასო?საიდან მოიტანეთქო და ”დამესიზმრაო...თან თურმე შვიდი წლით აპირებო,,რა ამბავიაო?”

გადარეული:) ჩავილაპარაკე და ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე....მერე მობ გავთიშე და წვიმდა..ცრიდნენ წვეთები,,,

სიზმრებიც აღარ გვაქვს ადამიანებს წესიერი,რეალობაზე რომ აღარაფერი ვთქვა...მეტროში ადამიანებს ვაკვირდები,,ყველას დაღლილი,მოწყენილი სახეები აქვს...დილაა-თავს ვინუგეშებ,მაგრამ როცა სამსახურიდან შინ ვბრუნდები,ისევ ასეთი სახეების ცქერა მიწევს...

ნეტავ მე როგორი სახე

მაქვს,?ალბათ ხან ლამაზი,ხან მეც ვიწყენ,როგორც ყველა...

რამდენი რამ აწუხებს ადამიანს.ზოგს შვილი ჰყავს ავად,ზოგს დედა..

ზოგი საჭმლის ფულს ძლივს შოულობს...გარეთ,რომ დგანან და ვაჭრობენ ასეთ წვიმასა და სიცივეში,შენ ბედნიერი,როგორ უნდა იყო,როცა ასე თბილად ხარ ოფისში?

მოდი ჩემ წილ სითბოს მოგცემ და დღეს ნუ მოიწყენ კარგი?მოდი მიამბე რა გაწუხებს და იქნებ უკეთესად გახდე:რძიან ყავას ვუმზადებ ნინიკოს და ვხედავ,მისი ტკივილი როგორი ნაცრისფერია,უსასრულო...მერე თითქოს იძულებულია, გამიღიმოს,რადგან მოსვენებას არ ვაძლევ და ისიც მიყვება თავის დარდს...საუბრობს,,გუშინ საბოლოოდ დაშორდა ავთოს...

საბოლოოდ....

ტირის და ცრემლები მძივებივით ჰკიდა თმებზე...ყელზე..ხელებზე...

წყალივით ფერი როდი აგვთ ცრემლებს...ცისარტყელა გეგონება ისეთი ლამაზია,შეყვარებული ქალი...

ნელ-ნელა ეჩვენება,რომ ისეთი მძიმე არ ყოფილა მდგომარეობა,როგორც ეგონა...ყავას სვამს,,თბება და შედარებით მშვიდად იძინებს...

ხვალიდან კი ახალი დღე გათენდება,,,შედარებით უკეთესი და იმედი ფეხაკრეფით მოდის,როცა გგონია,რომ დასრულდა ყველაფერი....


Tags:

 
Interesting
positive votes: 11  |  negative votes: 0

Write comment:

მოდი ჩემ წილ სითბოს მოგცემ და დღეს ნუ მოიწყენ კარგი?

ხვალიდან კი ახალი დღე გათენდება,,,შედარებით უკეთესი და იმედი ფეხაკრეფით მოდის,როცა გგონია,რომ დასრულდა ყველაფერი....

#3, 01.11.2011 - 14:52
კარგი იყო მართლა...თბილიც და სევდიანიც....კარგი ადამიანი ხარ იცი?...
#2, 30.10.2011 - 20:32
didi madlobao:**
31.10.2011 - 10:00
ხვალიდან კი ახალი დღე გათენდება,,,შედარებით უკეთესი და იმედი ფეხაკრეფით მოდის,როცა გგონია,რომ დასრულდა ყველაფერი....
#1, 29.10.2011 - 12:29
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.