Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nini1112 blog

ჩავედი კართაგენში [1]; ეს იყო სამარცხვინო სიყვარულით სავსე კარდალი [2], რომელიც დუღდა და გადმოდიოდა. მე ჯერ კიდევ არ მიყვარდა, მაგრამ მიყვარდა სიყვარული, და ფარული მოთხოვნილებით გატანჯულს მეზიზღებოდა ჩემი ტავი, მეზიზღებოდა იმის გამო, რომ ეს მოთხოვნიება საკმაოდ მძაფრი არ იყო. მე ვეძებდი ჩემი სიყვარულის საგანს, სიყვარულზე შეყვარებული. მძულდა სიმშვიდე და მძულდა გზა, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მახე არ იყო დაგებული. მთელი შიგანი მეწვოდა შიმშილით: ეს სულიერი შიმშილი იყო, და მხოლოდ შენ შეგეძლო მისი დაცხრობა, უფალო ჩემო, მაგრამ მე ამ შიმშილის მოკვლა როდი მსურდა, რადგანაც ჯერ კიდევ არ მოველტვორი უხრწნელ საზრდოს, თუმცა იმიტომ კი არა, რომ საძღომად მქონდა: რაც უფრო მეტად მშიოდა, მით უფრო მეზიზღებოდა იგი.

ამიტომაც ჩემი სული სნეული იყო, გარე სამყაროში დანთქმული და მოწყალების მთხოვნელი გლახაკივით საწყალობლად ხელგაშვერილი, ხოლო მისი ერთადერთი გასაკითხი გრძნობად საგნებთან ლაციცი გახლდათ. მაგრამ რაკი ამ საგნებს სული არ ჰქონდათ, ცხადია, მათი შეყვარებაც შეუძლებელი იყო.

მეყვარებოდა და ვეყვარებოდი, - ჩემთვის ეს უფრო სანუკვარი იყო, ვიდრე სატრფოს სხეულის დაუფლება. სულიერი სიყვარულის წმინდა წყაროს გულისთქმის მწვირით ვამღვრევდი და ვნაბათაღელვის ჯოჯოხეთური სუნთქვით ვბღალავდი მის სიკამკამეს. ურცხვი, ურიდი და უტიფარი, უსაზღვრო ამაოებით აღსავსე, თავგამოდებით ვცდილობდი ზრდილი, დახვეწილი და მომხიბლავი მოვჩვენებოდი ხალხს. გულისთქმათა მორევში დანთქმულს მინდოდა შიგ ჩავმხრჩვალიყავი. ღმერთო დიდებულო, რანაირ ნაღველს ურევდი, შენი გულმოწყალებით, ამ სიტკბოებას. მე ვუყვარდით! ფეხაკრეფით მივიპარებოდი განცხრომის პირქუშ დილეგში, ლხენით აღვსილი თვითონვე ვიდებდი წამების ბორკილს და საშუალებას ვაძლევდი თავიანთი შანთით დავედაღეთ იჭვნეულობას, შიშს, ძრწოლას, შურს, მრისხანებას, განხეთქილებას.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline nini1112
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.