Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dreamer1 blog

ტირი? ჰო, ვტირი

_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.

_გიყვარს?

_ჰო, მიყვარს

_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდიქარი კი

ქროდა დღისით და ღამით,და მეკითხება:

_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?

_დამნაშავეა, მაგრამ რავუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია

_პატარა ქალო ნუგადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.

_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს

და წმინდა გრძნობებს არავისვაძლევ სესხად, ნისიად

უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს

ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:

_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?

ვუწყრებით იმას, ვინც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა

გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.

და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრემლების წვიმა, და ჩემთან

ერთად ტიროდა ყველა: ქარი, ჭადარი, მეცა და წვიმაც.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline dreamer1 (24)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.