Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
niniaa blog
საფლავზე ამოვლენ თავნება და ნაზი იები,

მწარე ცრემლებივით ფოთლები დაიყრება,

ვიღაც შემოვა,შესანდობარს იტყვის ჩურჩულით

ბევრისათვის კი მივეცემი დავიწყებას.



ვიღაც უბედური ცხოვრებაზე ატირდება,

ვიღაც კი სიყვარულზე შეშლილი ამღერდება,

სადღაც ახალი ცხოვრება დაიწყება,

ჩემი საყვარელი ქალი უჩემოდ დაბერდება.



უბედობაზე იგალობებს მარტოსული ბებერი ჩხართვი

მონატრებული ემიგრანტი სახლში დაბრუნდება,

დედა მინახულებს და პირგამშრალს ცრემლებს შემასმევს

ფანჯარასთან დადებული სურათი გახუნდება.



დაღამდება და შემიპყრობს მარტოობის მტანჯველი შიში,

ჩემს საყვარელ ოჯახთან ყოფნა მომინდება,

საფლავიდან ავდგე? ეს ხომ უკვე სიგიჟეა

არა,არა დამძლევს მორიდება.



წაიკითხავენ ჩემს დარდიან,უბედურ ლექსებს

და ჩაწვდებიან ჩემს ნერვიულ,მტანჯველ ფსიქიკას,

დაებადებათ უამრავი აზრი და ჭორი,

კითხვები ბევრი უპასუხო,დიდი კრიტიკა.



გაქრება მერე სამუდამოდ ფიქრიც,ოცნებაც

დავრჩები მხოლოდ გაციებულ,უსულო გვამთან,

წავა,გაიფრენს პოეზიის ცისფერი მუზა,

ახალ გარემოში,სხვა პოეტთან,სრულიად სხვასთან.



მოვა წვიმა და წაშლის ქვაზე ეპიტაფიას,

ისევ შემცივდება ამ უკუნ და შავბნელ მიწაში,

დედა ვერ ისვენებს,ბორგავს,ნერვიულობს

კუბოში მწოლიარეს მხედავს სიზმარში.



ისევ ჩამორეკავს ზარი სიხარულის

ისევ დაღამდება,ისევ გათენდება,

წლები იბატონებს,მოვა მომავალი

ჩვეულებრივად ცხოვრება გაგრძელდება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline niniaa
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.