Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
niniaa blog

me tqven miyvarxart

მე თქვენ მიყვარხართ ადამიანებო მერე რა,რომ არ ხართ ისეთები როგორებიც მინდა რომ იყოთ,მერე რა,რომ არ ვარ ისეთი,როგორსაც მიიღებდით და ისურვბდით...მერე რა,რომ ძალით გიყვარვართ,ძალით იცინით,ძალით გწამთ,მერე რა,რომ რელიგიის ნიღბათ ამოფარებული ფანატიკოსები ხართ,მერე რა, თუ ძალით კეთილები ხართ,მერე რა თუ ახლა გამირიმებთ,ორ ნაბიჯში კი გამლანძღავთ.მერე რა,თუ სიყვარული გააუფასურეთ მერე რა,თუ 30 ვერცხლად ნებისმიერს გაყიდით,მერე რა..მერე რა,რომ ნაცრისფერები ხართ,მერე რა,რომ ერთ ნათელ ფერსაც კი ანათემას გადასცემთ,მერე რა, თუ ქვას ნებისმიერს ესვრით თუნდაც ის უდანაშაულო იყოს,მერე რა,თუ სიტყვა სიყვარული თქვენთვის არ არსებობს,მერე რა,თუ ყოველდრე მიმზერთ შუშის თვალებით,ერთს აკეთებთ და მეორეს ფიქრობთ,მერე რა,თუ თქვენი მზერა მყინავს და მტკივა,მერე რა..მერე რა,თუ მთელი ცხოვრება თამაშობთ,მერე რა,თუ სხვასაც არ აძლევთ ბედნიერების უფლებას,მერე რა,თუ გშურთ,გძულთ ,არ შეგიძლიათ მიტევება,სხვისი სიკეთე გწყინთ და უბედურება გახარებთ,მერე რა,თუ ფულზე ყიდით სულს,მერე რა,თუ თქვენ გამო იძულებული ვარ მეც ნიღაბი ვატარო..მერე რა..
მთავარი ხომ ისაა რას ვფიქრობ მე თქვენზე და არა თქვენ ჩემზე...მთავარი ხომ ისაა,რომ მე მიყვარხართ,მე არ ვარ ნაცრისფერი,მე ნათელი ფერი ვარ,ვანათებ თქვენში მერე რა,თუ სწორედ ამ გამორჩეულობის გამო თითს იშვერთ ჩემსკენ.ცდილობთ გამთელოთ,გამანადგუროთ,მომიგონოთ, დამიმონოთ,ეს მე არ მამცირებს.....
მერე რა,თუ ამის წაკითხვის შემდეგ მხოლოდ უაზროდ გაიღიმებთ და ვერაფერს მიხვდებით,მთავარია,მე დავწერე,მთავარია მე ვხვდები.. ♥


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline niniaa
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.