Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dania blog
ქმარმა თავის 12 წლის მეუღლეს ცხვირი და ყურები მოაჭრა


ავღანეთში მამაკაცმა ადგილობრივი სასამართლოს გადაწყვეტილებით თავის 12 წლის მეუღლეს ყურები და ცხვირი მოაჭრა. დასაჯა იმისთვის, რომ მას მისგან გაქცევა უნდოდა. სისხლისაგან დაცლის პირას მისული გოგონა მთებში სასიკვდილოდ დატოვეს, მაგრამ იგი ამერიკელმა ჯარისკაცებმა იპოვეს და გადაარჩინეს.

აიშა თავის მომავალ მეუღლესთან 7 წლის ასაკში დანიშნეს. მათი ქორწინება 2 ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი კლანის შერიგების სიმბოლო უნდა ყოფილიყო. 12 წლის ასაკში აიშა -ტაბილას სახლში გადავიდა პროვინცია ურაზგანიდან, როგორც უვკე კანონიერი მეუღლე, მაგრამ იგი 2 წელი მომავალი ქმრის საცხენოსნოში ცხოვრობდა.


ქმარმა თავის 12 წლის მეუღლეს ცხვირი და ყურები მოაჭრა


გოგონა თავიდანვე არ მოეწონა ქმრის დიდ ოჯახს ( მას 10 ძმა ჰყავდა). არც გოგონას ცემა ეზარებოდათ " ისე მცემდნენ, მეგონა ცოტაც და მოვკვდებოდი".-ტკივილით იხსენებს აიშა. წამების მერე გოგონა რამოდენიმე დღე ფეხზე ვერ დგებოდა. ამდენი დამცირება ვეღარ აიტანა და გაქცევა გადაწყვიტა. თუ როგორ მოახერხა მან ეს არ ამბობს, მაგრამ მოგვიანებით იგი დაიჭირეს და კანდაგარის ციხეში ჩასვეს.
ასეთ დანაშაული 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, მაგრამ აიშა ნახევარი წლის მერე მამამის გადასცეს ხელში. მამამ კიდე უბედური გოგონა ისევ ქმარს დაუბრუნა. ადგილობრივმა სასამართლომ კი აიშას დასჯა გადაწყვიტა - ყურების და ცხვირის მოჭრით.
მისმა მეუღლემ თავისი ერთერთი ძმის თანდახლებით გოგონა მთებში წაიყვანა, სადაც თავისი საზარელი ჩანაფიქრი განახორციელა. ქმრის ძმა გოგონას აკავებდა ხოლო ქმარი ჭრიდა.

იგი სასიკვდილოთ გაწირეს და დატოვეს, მაგრამ გოგონა ამერიკელმა ჯარისკაცებმა წაიყვანეს. დიდი ხნის განმავლობაში იგი ვერ გადაყავდათ შტატებში, რადგან მას არანაირი დოკუმენტი არ გააჩნდა. მის ყველა საბუთებს კაბულას საიდუმლო სამალავში მალავდნენ.
აგვისტოში აიშა როგორც იქნა ამერიკაში გადაიყვანეს. ჟურნალმა Time-მა აიშას სურათი პირველ გვერდზე დაბეჭდა რითაც ავღანეთში ქალების მძიმე ცხოვრებაზე გაამახვილა ყურადღება, იტყობინება ТСН.

ქმარმა თავის 12 წლის მეუღლეს ცხვირი და ყურები მოაჭრა



ООН-ის ცნობით ავღანეთში ქალების 90% ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ამავე დროს კი მოძრაობა "ტალიბანის" წარმომადგენლები აცხადებენ რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ამტკიცებენ რომ "ისლამი კრძალავს ყურების და ცხვირის მოჭრას, როგორც ცოცხალ ადამიანზე ასევე მკვდარზე."

ეხლა კი 19 წლის ავღანელ გოგონას ცხვირის ოპერაციისთვის ამზადებენ. მანამდე კი დროებითი ცხვირის პროთეზი დაუმზადეს.
გოგონა დანგრეული ცხოვრებისთვის მამის და ქმრის სამართლიანად დასჯისთვის ბრძოლას აპირებს და ასევე მისი სხვა თანამემამულეების უფლებებისთვის.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.