Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dania blog
მარგალიტი (ბერძ. Margaritēs), მინერალური წარმონაქმნი, რომელიც ვითარდება ზოგიერთი მოლუსკის (ზღვის — გვარი Pinctada ან მტკნარი წყლის — გვარი Margaritifera) სხეულში მოხვედრილი ქვიშის, პარაზიტის და სხვა ნამცეცების გარშემო სადაფის შემოზრდით. მარგალიტის ქიმიური შედგენილობაა CaCO3. არსებობს თეთრი, მოვარდისფრო, ყვითელი და შავი მარგალიტი. ზომით მიკროსკოპულიდან რამდენიმე სმ-მდეა. აქვს გლუვი ბზინვარე ზედაპირი. სწორი ფორმის მსხვილი მარგალიტი მეტად ძვირფასია. მას ძველთაგანვე იყენებენ სამკაულებისათვის.

ზღვის მარგალიტი არის წითელ ზღვაში, სპარსეთის ყურეში, შრი-ლანკის, ავსტრალიის, იაპონიის და ვენესუელის ნაპირებთან. იაპონიაში მარგალიტის მოლუსკების ხელოვნურ მოშენებასაც მისდევენ.

მტკნარი წყლის მარგალიტი მოიპოვება ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე, შოტლანდიაში, გერმანიაში, ჩინეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
არსებობს სპეციალური ნაგებობები, ე. წ. ”მარგალიტის ფერმები”, სადაც ხდება მათი შეგროვება და დასუფთავება.
მარგალიტებს გამოიმუშავებენ მოლუსკების ზოგიერთი სახეობები, რომელთაც გააჩნიათ ორსაგდულიანი ნიჟარა. ეს ნიჟარები ერთმანეთთან მხოლოდ ერთი გვერდით არიან დამაგრებულები. ამ მოლუსკების შინაგანი ორგანოები გახვეულია ე.წ. მანტიაში, რომელიც გამოყოფს ორგანულ ნივთიერებას კონხიონიდას. უფრო სიღრმეში განლაგებულია ზონა, რომლის უჯრედები გამოყოფენ კალციტს ან არაგონიტს და მოლუსკს გააჩნია მესამე ზონაც, სადაც ხდება კალციუმის კარბონატის უმცირესი ზომის ქერცლების გამომუშავება.

ყველა ეს მასალა თანმიმდევრობით ეფინება მოლუსკის კედლებს და წარმოქმნის სადაფს. თუ ნიჟარაში მოხვდება უცხო სხეული, მაგალითად, ქვიშის მარცვალი, ნივთიერებები დაიწყებენ მასზე დაფენას და რამდენიმე წელიწადში წარმოიქმნება მარგალიტი. ფერისა და ელვარების მიხედვით არჩევენ რამდენიმე სახესხვაობას: ინდოეთის მარგალიტი – ნაზი ვარდისფერია; ავსტრალიის – სავსებით თეთრი; ვერცხლისფერი ელვარებით და ციმციმით, პანამის მარგალიტს ოქროსფერი ელვარება აქვს, ხოლო იაპონიის მარგალიტი მომწვანო ელფერით გამოირჩევა.

მარგალიტს განსაკუთრებული ადგილი უკავია ძვირფას ქვებში, მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისუნარიანობისა და ხელოვნურად გაზრდილი მარგალიტების კონკურენციისა, ნამდვილი ბუნებრივი მარგალიტი კვლავაც ძალიან ძვირად ფასობს.
მარგალიტი, გარდა იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილია ერთ-ერთ უძვირფასეს და უძვირეს ქვად, ასევე ითვლება, რომ სექსუალურ მიმზიდველობას მატებს ქალბატონებს.

სერამიდა, კლეოპატრა და უძველესი დროის სხვა დედოფლები თაყვანს სცემდნენ მარგალიტს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.