Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dania blog

gayris safucveli

გაყრის ხუთი ყველაზე აბსურდული მიზეზი

ზოგიერთი წყვილისთვის განქორწინება დღესასწაულია, ზოგისთვის კი ტრაგედია. ზოგიერთი ყოფილი მეუღლე კი გაყრას შოუდ გადააქცევს.

გთავაზობთ უცნაური განქორწინების მაგალითებს

1. გარეცხილი მაისური

ნილ დიუჰარტმა- ფეხბურთის თავგამოდებულმა გულშემატკივარმა დიდი ბრიტანეთიდან-განქორწინება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ცოლმა უპატივცემულობა გამოიჩინა მისი ფანატური რელიქვიის -მოთამაშეთა ავტოგრაფებიანი საფეხბურთო მაისურის მიმართ.

ცოლმა გარეცხა მაისური მაღალ ტემპერატურაზე სარეცხ მანქანაში, შედეგად ძვირფასი ხელმოწერებისგან აღარაფერი დარჩა.

სასამართლომ დააკმაყოფილა განაწყენებული ქმრის სარჩელი და მისცა გაყრის უფლება.

2. პარიკი

ეგვიპტელმა არქეოლოგმა გაყრის შესახებ განცხადება შეიტანა ქორწინების მეორე დღეს. ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა შემდეგი ფაქტი, მისი ახლადგამომცხარი ცოლი სრულიად მელოტი აღმოჩნდა.

ეს კი მეტად უხერხულ მომენტში გაირკვა, სასიყვარულო ურთიერთობის დროს ქმარმა ხელი გადაუსვა მეუღლეს თავზე და ხელში შერჩა თმები.

მამაკაცი დიდი ხანი ვერ გამოერკვა, შემდეგ კი გადაიფიქრა ისეთ ქალთან ცხოვრება, რომელმაც ასეთი სიურპიზი მოუმზადა.

3. შეჭმული თუთიყუში

რუმინელ ცოლ-ქმარს ბედნიერი და აუღელვებელი 8 თვიანი თანაცხოვრების შემდეგ მოუწიათ გაყრა სრული შეუთავსებლობის გამო.

-სწორედ ასე ჩამოაყალიბა მიზეზი 67 წლის მამაკაცმა. შეუთავსებლობა კი მდგომარეობდა შემდეგში, ცოლის კატამ, რომელიც მას თან მოყვა, ერთ მშვენიერ დღეს გადასანსლა მისი ორი თუთიყუში, რომლებიც ხანგრძლივი მარტოხელობის მას დროს ცხოვრებას ულამაზებდა.

4. მკვლელის სახელი

განსაკუთრებული დახვეწილობით გაყრის საფუძველი მოამზადა პატარა ამერიკული ქალაქის მაცხოვრებელმა მამაკაცმა.

მისტერ დენიელსი დიდი ხნის განმავლობაში ხელს უშლიდა ცოლს დეტექტივების კითხვაში, რომელის მას ძალიან უყვარდა.

ქმარი ასე მოქმედებდა: როგორც კი ცოლი იწყებდა მომდევნო რომანის კითხვას, ის თავისთვისაც იმავე წიგნს ყიდულობდა, ბოლომდე გადაიკითხავდა, იგებდა მკვლელის სახელს და შემდეგ ფანქრით წერდა ცოლის წიგნში, მას კი წაკითხვის ინტერესი ეკარგებოდა.

სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ მისის დენიელსის მოთმინების ფიალა აივსო და მან გაყრა მოითხოვა. სასამართლომ გაყრის საფუძველი საკმარისად მიიჩნია, მეტიც ქმარი სისასტიკეში დაადანაშაულა.

5. ინტერნეტ-ნაცნობობა

ბოსნიელი ცოლ-ქმარი კლარიჩები დღემდე ერთად იცხოვრებდნენ, ინტერნეტის ასეთი ფანატები რომ არ ყოფილიყვნენ, განსაკუთრებით გაცნობის საიტების.

ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ ისინი განქორწინდნენ, რადგან ერთმანეთს ღალატზე წაასწრეს. გარემოთა დამთხვევის გამო მათ ერთმანეთი გაიცნეს ინტერნეტით -მეტსახელებით ბედნიერების პრინცი და კონფეტი.

სიმართლე გაირკვა, როცა ისინი რეალობაში შეხვდნენ ერთმანეთს

ქონების ხუთი უცნაური გაყოფა

1. დამიბრუნეთ თირკმელი

ამერიკელმა რიჩარდ ბატისტმა გაყრისას მოითხოვა თირკმლის დაბრუნება, რომელიც მან ცოლს გადაუნერგა.

„თუ არ შეგიძლიათ ჩემი ორგანოს დაბრუნება, გადამიხადეთ ნახევარი მილიონი დოლარი“-ყვიროდა რიჩარდი სასამართლოს დარბაზში. თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რადგან კანონის მიხედვით გადანერგილი ორგანო ითვლება საჩუქრად, ასევე თირკმლის ამოღება სავალალოდ აისახებოდა ცოლის ჯანმრთელობაზე.

2. ნობელის პრემია

ამერიკელმა ეკონომისტმა რობერტ ლუკასმა ყოფილ ცოლს უწილადა 1995 წელს მიღებული ნობელის პრემიის ნახევარი. ამის მიზეზი კი მისი შვიდი წლის წინანდელი ხუმრობა გახლდათ. მან განაცხადა, რომ თუ ოდესმე მიიღებდა ნობელის პრემიას, მის ნახევარს ცოლს მისცემდა. გარიგებას ვადა გასდიოდა 1996 წელს, ასე რომ სწავლული თუ პრემიას ერთი წლით გვიან მიიღებდა პრემიის გაყოფა აღარ მოუწევდა.

3. სასახლეში მიღება

ლედი დიანას გაყრის შემდეგ აღარ უწოდებდნენ „მის უდიდებულესობას“, თუმცა მას სხვა სამეფო პრივილეგიები დარჩა-შეეძლო კენსინგტონის სასახლეში ცხოვრება და მიღების მოწყობა.

4. ათი კილომეტრი

კომისარ მეგრეს შემქნელმა ჟორჟ სიმენონმა გაყრისას ცოლისგან მოითხოვა, რომ მას სიმენონისგან მაქსიმუმ ათი კილომეტრის დაშორებით ეცხოვრა.

ამგვარად მწერალს შესაძლებლობა ექნებოდა შვილები ყოველდღე ენახა. ცოლი წავიდა ამ დათმობაზე, მაგრამ თანხმობა სიმენონს საკმაოდ ძვირი დაუჯდა.

5. 5000 ბიბლია

სასტუმროთა ქსელის Hilton-ის დამაარსებელმა და პერის ჰილტონის დიდმა ბაბუამ -კონრად ჰილტონმა ყოფილ ცოლს მისცა 300 000 დოლარი, საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხა 1949 წლისთვის.

შემდგომში ცოლი ხუმრობდა, რომ კონრადმა გამოიჩინა დიდი გულუხვობა, როცა მას გადასცა 5000 ბიბლია საკუთარი სასტუმროს ნომრებიდან. რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს- ისტორი დუმს

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.