Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dania blog

rogor sheiqmna samyaro

უძველეს დროში ჩვენი შორეული წინაპრები მათთვის გაუგებარი და საიდუმლო მოვლენების ასახსნელად სხვადასხვა ამბებს და ისტორიებს თხზავდნენ, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ასე იქმნებოდა მითები, ლეგენდები, თქმულებები…

ადამიანს ოდითგანვე ყველაზე მეტად სამყაროს შექმნის საიდუმლოება აინტერესებდა. სხვადასხვა ხალხი ამ მოვლენას სხვადასხვაგვარად ხსნიდა.

ძველი ბერძნების რწმენით, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ უსაზღვრო და ბნელი ქაოსი, რომელმაც შვა მთელი სამყარო, მათ შორის უკვდავი ღმერთებიც. პირველად ქალღმერთი-დედამიწა — გეა გაჩნდა. გეამ წარმოშვა ყოველივე რაც დედამიწაზე იზრდება და ცხოვრობს.

მიწის ქვეშ, ზუსტად იმ სიღრმეზე, რა მანძილზეც არის ჩვენგან დაშორებული ურანოსი — მაღალი ზეცა, გაჩნდა ტარტაროსი — მარადიული უკუნი და ბნელეთი, ეროსი — ყოვლისმომცველი და მაცოცხლებელი სიყვარული, სიბნელე — ერება და ბნელი ღამე — ნიქტუ (ნიქსი). ერებასა და ნიქტუსგან წარმოიშვა სინათლე — ეთერი და ნათელი დღე — ჰემერა. სინათლე მოეფინა დედამიწას და გაჩნდა დღე და ღამე.
იაპონელები

იაპონელებს სჯეროდათ, რომ სამყარო ტყუპმა ღმერთებმა იძანაკიმ და იძანამიმ შექმნეს. ისინი დიდხანს მოთმინებით ურევდნენ ვარსკვლავისბუნიკიან გრძელ შუბს ტალახის ტბაში. ტალახი თანდათან შესქელდა და გუნდ-გუნდად დაიწყო ცვენა აქეთ-იქით. პატარა გუნდებისგან კუნძულები გაჩნდა, დიდები კი მატერიკებად იქცა. შემდეგ მიწა ბალახმა, ხეებმა და ყვავილებმა დაფარა.
შუმერები

შუმერებს სწამდათ, რომ სამყარო — „ან-ქი“ — ასე შეიქმნა: თავდაპირველად იყო მხოლოდ პირველქმნილი ოკეანე. მასში ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა. ცის თაღი ანმა, ზეცის ღვთაებამ დაისაკუთრა, ხოლო მიწა — ენლილმა, დედამიწის ღმერთმა. მათ შუა წარმოიშვა ატმოსფერო, რომელშიც ცის მანათობელი სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები გაჩნდა. ქვესკნელი ერეშქიგალს ერგო.
ინდოელები
ინდოელებს სამყაროს შექმნა ასე წარმოედგინათ: პირველქმნილი უმოძრაო უკუნიდან წყალი გაჩნდა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ იყო. წყალმა შვა ცეცხლი, ცეცხლის სიმხურვალემ კი ოქროს კვერცხი გააჩინა. დრო არ არსებობდა და ზუსტად იმდენს ხანს, რამდენ ხანსაც ერთი წელიწადი გრძელდებოდა, კვერცხი ზღვაში დაცურავდა. შემდეგ იგი ორად გაიყო და ქვედა ნაწილი მიწად იქცა, ზედა — ზეცად. კვერცხიდან ინდოელთა უზენაესი ღვთაება — ბრაჰმა გამოვიდა. ბრაჰმამ ცასა და მიწას შორის ჰაერი მოათავსა, მიწა წყლით შემოსაზღვრა და დასაბამი დაუდო დროს. ასე შეიქმნა სამყარო
ჩრდილოეთ ამერიკელები

ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ინდიელები ფიქრობდნენ, რომ სამყარო ბრძენმა ყორანმა შექმნა. თავდაპირველად ირგვლივ მხოლოდ უკიდეგანო წყლის სივრცე და აქა-იქ მიმობნეული ქვები იყო. ყორანი ნისკარტით ქვებს ეზიდებოდა და წყალში ყრიდა. ასე გაჩნდა ხმელეთი. ყორანმა იგი ხეებით, ყვავილებით და ბალახით დაამშვენა, წყალში თევზები გაუშვა, მიწაზე ჩიტები და სხვადასხვა ცხოველი დაასახლა, ბოლოს კი თიხისგან დედამიწის ბინადარი პირველი ქალი და კაცი შექმნა.
ცენტრალური ამერიკელები
ცენტრალური ამერიკის მკვიდრი წითელკანიანი აცტეკების მითები გვიამბობენ, რომ სამყარო შექმნა თეთრსახიანმა ღმერთმა კეცალკოატლმა.
საამები

საამების ერთი მითის მიხედვით, სამყარო სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში იშვა. უზენაეს ღვთაებას, კეთილ და გულუხვ იუბმულს, სურდა დედამიწაზე რძის მდინარეებს ედინა, ტბებში წყალი კი არა, რძე ყოფილიყო და ყველანაირ ბალახს გემრიელი კენკრა გამოესხა, მაგრამ ბოროტი პერკელი წინ აღუდგა მის სურვილს. ამიტომ სამყარო არის ისეთი, როგორიც დღესა გვაქვს. ბოროტმა პერკელმა ჯაჭვი გააკეთა და იუბმელი დაატყვევა, მაგრამ კეთილმა ღმერთმა თავი გაითავისუფლა და ახლა პერკელი აღმოჩნდა დატყვევებული. ბოროტისა და კეთილის ბრძოლა დღესაც გრძელდება, რადგან პერკელმა ტყვეობიდან თავი დაიხსნა…

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.