Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuna22 blog

მომიყვებით თქვენს შესახებ რამეს?

მომიყვებით თქვენს შესახებ რამეს?
თვალზე გატყობთ საერთო გვაქვს ბევრი,
ალბათ უსმენთ მოცარტსა და მალერს,
ზოგჯერ არც გაქვთ სიმფონიის ნერვი.

იქნებ გიყვართ სოული ან ჯაზი?!
განწყობასაც გააჩნია არა?
ხშირად მოგდით უმიზეზო ბზარი,
ხან მსოფლიო სიმშვიდეებს ფარავთ.

მაპატიეთ ყვავილები გიყვართ?
მე პირადა შროშანი და ია,
ფიქრი ზოგჯერ ვარკვლავეთში მიგყავთ,
ზოგჯერ თქვენს წინ საფერფლეში ყრია.

ცისარტყელის ქვეშ გაძრომა გინდათ?
მე ვეცადე ვერ შევძელი მარტომ.
მოგწონთ ფიფქი ლამპიონის წინ და....
მე?არ ვიცი ჩემს ქუჩაზე არ თოვს.

მომიყევით თქვენს შესახებ ბევრი,
თვალზე გატყობთ საერთო გვაქვს მგონი;
ერთი ვნებით დაჭიმული ნერვი
და ამ ლექსის უცნაური ტონი..

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.