Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuna22 blog

დილიდან ღამემდე ცარიელ ქალაქში, დავდივარ ქუჩიდან უცნობ უბნამდე.

ფრაზიდან ფრაზამდე ისე გადავდივარ,
ბგერიდან ბგერამდე შენს სახელს ვღიღინებ.
წვიმიდან თეთრ თოვლში ისე გავდივარ,
ყვითელი ფერიდან, შიგ ზღვაში ჩავდივარ.

დილიდან ღამემდე ცარიელ ქალაქში,
დავდივარ ქუჩიდან უცნობ უბნამდე.
ფოთლიდან ფოთლამდე, სახლიდან სახლამდე,
ყოველდღე, ყოველწამს, ცარიელ ქუჩაში.

ფრაზიდან სიტყვამდე მუდამ ვღიღინებ,
ნაჩუქარ მუსიკას შენიდან ჩემამდე.
დავდივარ ქუჩიდან უცნობ უბნამდე,
ფოთლიდან ფოთლამდე, სახლიდან სახლამდე.

სიტყვიდან სულამდე იძვრის ოცნება.
გულიდან ტვინამდე ადის სისხლდენა.
ბგერიდან ბგერამდე, სიტყვიდან სიტყვამდე,
ქარიდან ღრუბლამდე, წვიმიდან სეტყვამდე.

ფიქრებში იმდნად მოვდივარ შენამდე,
ზამთრიდან თოვლამდე, თოვლიდან კვირტამდე.
ფრაზიდან ფრაზამდე. ბგერიდან ბგერამდე.
ყვითელი ფერიდან შიგ ზღვაში ჩავდივარ

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.