Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

შიმშილი სიმართლისა

შიმშილი სიმართლისა – მაცხოვარმა ნეტარი იმათ კი არ უწოდა, რომელთაც სიმართლე უყვართ, არამედ, მათ, ვისაც შია და სწყურია იგი. ეს იმიტომ, რომ კაცს ისე უნდა შიოდეს და სწყუროდეს სიმართლე, როგორც მშიერს საჭმელი და წყურვალს სასმელი. ადამიანს რომ მოშივდება, მას მთელი ქვეყნის სიმდიდრეს ლუკმა პური ურჩევნია. ადამიანსაც ისე უნდა უყვარდეს სიმართლე, რომ იგი მისთვის ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი იყოს. სიმართლისათვის მშიერთა და მწყურვალთ მაცხოვარი განძღომას აღუთქვამს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ამქვეყნად, რადგან აქ სრულ სიმართლეს ვერ იხილავენ. ისინი ცათა სასუფეველში გაძღებიან, სადაც სრული ჭეშმარიტება სუფევს. კაცი, რომელიც აქ ცრუ იყო, ფარისევლობითა და მზაკვრობით აღსავსე, იქ შერცხვენილი და დამდაბლებული იქნება, ხოლო კაცი გულწრფელი და სიმართლისათვის დევნილი ღმრთის წინაშე ამაღლებულად და ნეტარად წარდგება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

megigege (56)
martali xaar , magram xdeba ki mase mtlianad? dzalian dznelia , tu sheudzlebeli ara
#1, 28.11.2011 - 23:45
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.