Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ლოცვა დაბადების დღეს წასაკითხი

უფალო ღმერთო, მეუფეო ყოვლისა სოფლისა, ხილულისა და უხილავისაო! შენსა წმიდასა ნებასა ზედა დამოკიდებულ არიან ყოველნი დღენი და წელნი ცხორებისა ჩემისანი. გმადლობ შენ, ყოვლადმოწყალეო მამაო, რამეთუ ჯერ-იჩინე ჩემთვის განგრძობაჲ ცხორებისა ჩემისაჲ კუალად წელიწად ერთ. რამეთუ ცოდვათათვის ჩემთა არა ღირს ვარ ესევითარსა წყალობასა, არამედ შენ ხარ, რომელი გამოაჩინებ ამას ჩემ ზედა გამოუთქმელითა კაცთმოყვარებითა შენითა. განმიგრძნე მოწყალებანი შენნი მე, ცოდვილსა, განმიგრძე ცხორებაჲ ჩემი სათნოებათა შინა, სიყუარულსა, სიმრთელესა, სიმშვიდესა შინა ერთხმობითა და ერთსულობითა ყოველთა თანა ნათესავთა ჩემთა და ყოველთა მოყუასთა. მომიბოძე მე უხუებაჲ ქვეყნიერთა ნაყოფთაჲ და ყოველი, რაჲცა კეთილად სახმარ არს ჩემთვის. უფროჲსად განწმიდე სვინიდისი ჩემი და განმამტკიცე მე გზასა ზედა ცხოვნებისასა, რაჲთა მეცა, დადგრომილი მას ზედა, შემდგომად მრავალჟამიერისა ცხორებისა ჩემისა გარდავიცვალო საუკუნოდ ცხორებად და ღირს ვიქმნე დამკვიდრებასა ზეციერისა შენისა სასუფეველისასა. შენ, უფალო, აკურთხე დასაბამი წელიწადისა ამის ჩემისაჲ და ყოველნი დღენი ცხორებისა ჩემისანი. ამინ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.